workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ელჩეს” დამარცხების შემდეგ

რონალდ კუმანი “ელჩეს” დამარცხების შემდეგ

რონალდ კუმანის “ბარსელონამ” პრესეზონის სამივე მატჩი მოგებით დაასრულა. უკანასკნელმა გამარჯვებამ “ბლაუგრანას” გამპერის თასი მოუტანა, რომელიც ნიდერლანდელი სპეციალისტისათვის, პირველი ტიტულია (თუმცა, არაოფიციალური). მატჩის შემდეგ 57 წლის თავკაცი ჟურნალისტებთან საუბრობს:

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” სადავეების ხელში აღების შემდეგ, “კამპ ნოუზე” ფეხი პირველად დავდგი. საკმაოდ განსაკუთრებული გრძნობა იყო.

პრესეზონის მატჩები იყო და ნორმალურია, რომ ფეხბურთელები 70 წუთის შემდეგ იღლებოდნენ.

დღეს ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. პირველი 20 წუთი და მატჩის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ.

მომწონს, როდესაც მოწინააღმდეგეზე დიდ ზეწოლას ვახდენთ, შეხვედრა სწორედ ამგვარად დავიწყეთ.

ფილიპე კოუტინიო? ბრაზილიელი გულმოდგინედ ემზადებოდა და ბედნიერი ვარ, რომ უმაღლესი დონის მოთამაშე ჩემს ხელშია.

დღეს რაღაც-რაღაცებით კმაყოფილი ვარ, თუმცა გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია.

რიკი პუჩი? მას გუშინ ვესაუბრე. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ. მას ვუთხარი, რომ რეგულარულად სათამაშო დროის მოძებნა რთული იქნება. თუმცა, ისიც ვაცნობე, რომ მისი მომავალი “ბლაუგრანაშია”. იჯარის წესით წასვლა მისთვის იდეალური იქნებოდა”, – ამბობს კუმანი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 20 სექ 2020, 01:20

    ციტატა: basa7

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა
    საერთოდ არ მომეწონა გუნდის თამაში და ტაქტიკა, 4 2 3 1 არაა ბარსას სათამაში სქემა და არც უხდება, ფეხბურთელებიც არაგვყავს ამ წყობის შესაფერისი, 4 თავდამსხმელიდან 3 ათიანი გვყავს ძირითადში, არიციან სად იდგნენ, გრიზი ზედმეტია. 4 3 3 დააყენოს ჯობია, ამ ფორმაციას დააკვდება ეს შემადფენლობა. დეიონგი პიანიჩი კოუ ცენტრში, მესი სუა ფატი/ ტრინკაო თავდასხმა


    ცოტა მეტი ფეხბურთელები გამოგივიდა 4 3 3 ისთვის. თან არაა კოუ 4 3 3 ის ფეხბურთელი. იმენნა 5 2 3 1 ის ფეხბურთელია და ეს სქემა მისთვის იდეალურია

    არც კოუტინიო და არც გრიზმანი ვერაფერს იზამს წელს. ვფიქრობ ტრინკაოს მიცენ შანსი და მესი შუაში გადაწიონ უკეთესი იქნება. ფატი და დემბელე კიდე მარცხნივ. დე ლაფუენტეც უნდა გამოიყენონ და 4 3 3 ზე უნდა გადავიდნენ


    დემბელე მოაშორე კაცურად სასტავს, არაფრის მაქნისია, ფუენტე ჯობს ან ვინგერი იყიდონ წესიერი, თუარადა ბოლობოლო კოუტინიოც რჩევნია, პასი და დარტყმა მაინც იცის

  • basa7
    schedule 20 სექ 2020, 00:29

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა
    საერთოდ არ მომეწონა გუნდის თამაში და ტაქტიკა, 4 2 3 1 არაა ბარსას სათამაში სქემა და არც უხდება, ფეხბურთელებიც არაგვყავს ამ წყობის შესაფერისი, 4 თავდამსხმელიდან 3 ათიანი გვყავს ძირითადში, არიციან სად იდგნენ, გრიზი ზედმეტია. 4 3 3 დააყენოს ჯობია, ამ ფორმაციას დააკვდება ეს შემადფენლობა. დეიონგი პიანიჩი კოუ ცენტრში, მესი სუა ფატი/ ტრინკაო თავდასხმა


    ცოტა მეტი ფეხბურთელები გამოგივიდა 4 3 3 ისთვის. თან არაა კოუ 4 3 3 ის ფეხბურთელი. იმენნა 5 2 3 1 ის ფეხბურთელია და ეს სქემა მისთვის იდეალურია

    არც კოუტინიო და არც გრიზმანი ვერაფერს იზამს წელს. ვფიქრობ ტრინკაოს მიცენ შანსი და მესი შუაში გადაწიონ უკეთესი იქნება. ფატი და დემბელე კიდე მარცხნივ. დე ლაფუენტეც უნდა გამოიყენონ და 4 3 3 ზე უნდა გადავიდნენ

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 19 სექ 2020, 23:54

    საერთოდ არ მომეწონა გუნდის თამაში და ტაქტიკა, 4 2 3 1 არაა ბარსას სათამაში სქემა და არც უხდება, ფეხბურთელებიც არაგვყავს ამ წყობის შესაფერისი, 4 თავდამსხმელიდან 3 ათიანი გვყავს ძირითადში, არიციან სად იდგნენ, გრიზი ზედმეტია. 4 3 3 დააყენოს ჯობია, ამ ფორმაციას დააკვდება ეს შემადფენლობა. დეიონგი პიანიჩი კოუ ცენტრში, მესი სუა ფატი/ ტრინკაო თავდასხმა

  • mironis
    schedule 19 სექ 2020, 23:41

    ციტატა: MARADONA1968
    ვალიკოს ბარსა ჯობდა ჩემი კაინიკალაი


    ვალიკოს ბარსა ენრიკეს ბარსას ინერცია იყო

  • Iniesta_8
    schedule 19 სექ 2020, 23:38

    იგივე ღლეობა გველოდება წელსაც…

  • Barca_MNS
    schedule 19 სექ 2020, 23:36

    მეტი რა ეთქვა. შენც გათამაშებ, კოუს, პედრის, ალნეას, ტრიკაოსო? – პირიქით დაფასებაა, რომ დროს სხვაგან აძლევენ და აქ სკამზე არ დაალპობს.

  • MTG8
    schedule 19 სექ 2020, 23:32

    სწორია პუჩზე, კარგ გუნდში გაუშვან, იმ პირობით რო ძირითადის ბიჭი იქნება. თორე 10-15 თამაშში აქაც მიიღებს წუთებს.

    პ.ს ბაიერნში გაუშვან დაკუნთავენ 😂

  • M10 S9 D11
    schedule 19 სექ 2020, 23:28

    გაზეთებმა კიდე როგორც ყოველთვის გააბუქეს პუჩის ამბავი

    რაც შეეხება თამაშს არ ვიცი ასე უფროვარდოდ როდემდე გავქაჩავთ კაი ჯანდაბას ვიყოთ უფორვარდოთ იმედია კუმანი შეტევაში როლებს გაუნაწილებს ფეხბურთელებს თორე ნამეტანი არეულობაა და ერთმანეთს ხელს უშლიან

  • shu1987
    schedule 19 სექ 2020, 23:26

    ამის საუთემპტონი ნამდვილად არ იყო ხელწაამოსაკრავი გუნდი და გააზრებულ სწრააფ ფეხბურთს თამაშობდა იმედია ბარსაში გამოუვა რაც აქვს ჩაფიქრებული დაა შედეგს დადებს..

  • MARADONA1968
    schedule 19 სექ 2020, 23:24

    ვალიკოს ბარსა ჯობდა ჩემი კაინიკალაი

  • Messiah
    schedule 19 სექ 2020, 23:21

    სრული კატასტროფა

  • Lebron James 6
    schedule 19 სექ 2020, 23:20

    იცის ამ კაცმა თავისი საქმე, და აცადეთ!