workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გამპერის თასის გამარჯვებულია!

“ბარსელონა” გამპერის თასის გამარჯვებულია!

დღეს, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” სეზონის პირველი მატჩი გამართა – რონალდ კუმანის გუნდი ყოველწლიურ ამხანაგურ ერთმატჩიან ტურნირზე, გამპერის თასზე, “ელჩეს” დაუპირისპირდა. 

თამაშში სულ ერთი გოლი გავიდა. კატალონიელებმა შეხვედრა ანტუან გრიზმანის მიერ შეხვედრის მე-2 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. 

აღსანიშნავია, რომ “ბარსას” შემადგენლობაში მირალემ პიანიჩის დებიუტი შედგა. 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი “ბლაუგრანას” წევრი ამ ზაფხულში გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო გუნდს გვიან შეუერთდა და პირველ ორ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. 

გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ “ბარსელონა” ტურნირის ყველაზე წარმატებული კლუბია. კატალონიელებს უკვე 43 ტიტული დაუგროვდათ. ერთადერთი კლუბი, რომელსაც გათამაშება ერთზე მეტჯერ აქვს მოგებული “კიოლნია” – გერმანელებმა ეს ორჯერ გააკეთეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 20 სექ 2020, 01:35

    ციტატა: Messi30
    გილოცავთ უტიტულო სეზონს გადავრჩით


    კარგი იყო პოზიტიური იუმორი..
    ვიწყებთ ტიტულების დათვლას:
    გუნდურის და ინდივიდუალურისაც (იქნება მესიმ მაინც გვიშველის) —
    1). გამპერის თასი – 2020 წ.
    2) ……..
    3) და ა.შ.2020-21 წ.
    😂 😂 😂

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 20 სექ 2020, 01:28

    იმედია მიხვდება კუმანი რომ სუარესის იგნორი დიდი ღლეობაა, გუნდს გამტანი არავინ ყავს

  • Messi30
    schedule 20 სექ 2020, 00:30

    გილოცავთ უტიტულო სეზონს გადავრჩით

  • gangstarr
    schedule 20 სექ 2020, 00:14

    suarez is gashvebas vinc etanxmeba mgonia ro pexburtistvis araadros ukurebia

  • Giorginho
    schedule 19 სექ 2020, 23:17

    გამარჯობა მეგობრებო, ბევრი წელია ამ საიტზე ვარ, ვადევნებ სტატიებს, ვკითხულობ კომენტარებს… გადავწყვიტე მეც გამევლო რეგისტრაცია და დამეფიქსირებინა ჩემი აზრი გუნდის და ზოგადად ფეხბურთის შესახებ, წარმარებულ სეზონს ვუსურვებ გუნდს , იმედია იმ თამაშს იპოვის გუნდი რომელსაც ყველა ველოდებით.

  • M10 S9 D11
    schedule 19 სექ 2020, 23:16

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Griezzy7
    ისევ ისეთი უაზრო თამაში მიდის. განსხვავება ისაა რომ ეხლა უფრო მოძრავი ფეხბურთელები გვყავს შეტევაში და შეიძლება მეტი მომენტქი შევქმნათ მაგრამ ისევ ბევრ გოლს გავუშვებთ!

    ალბა. პიკე. რობერტო. ბუსკეცი. ეს 4 ფეხბურთელი სკამზე
    ფირპო. უმტიტი. სემედუ. რაფინია. ვიდალი. ბრეიტვეიტი. სუარეზი ესენი გასაშვებია
    არაუხო ძირითადშიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!
    გარსია. დესტი. დეპაი აუცილებლად მოსაყვანი სამივე თორე არაფერი გვეშველებააა!
    დაჟე ეს ყვეალფერი თუ გაკეთდა მაინც ვერაფერს ვერ მოვიგებთ მაგრამ 8 გოლს არ გავუშვებთ 😏


    ამ თამაშის მერეც კიდე სუარესის გაშვება გინდა? ფორვარდი არ ყავს გუნდს რაის სუარესი უნდა გაუშვან გრიზმანი რაც არ უნდა ვიძახოთ მაქსიმუმ მეორე ფორვარდი იყოს ორ ფორვარდიან ტაქტიკაში ფლეიმეიქერია მაგის პოზიცია ესენი კიდრ ლაუტაროს მეტს ფორვარდს ვერ ხედავენ (სასაცილო ისაა რო არც ეგაა ფორვარდი) და ამის ფონზე სუარესის გაშვება რავიცი კაკ მინიმუმ – 20 გოლს უდრის

    ხოდა დეპაი მოიყვანონ ცენტრფორვარდად. კუმანი ნაკრებში ეგრე თამაშობდა და 18 თამაშში 11 გოლი და 12 ასტისტი გააკეთა.


    არ მოყავთ და შეულაგე თუ გინდა

  • M10 S9 D11
    schedule 19 სექ 2020, 23:08

    ციტატა: Griezzy7
    ისევ ისეთი უაზრო თამაში მიდის. განსხვავება ისაა რომ ეხლა უფრო მოძრავი ფეხბურთელები გვყავს შეტევაში და შეიძლება მეტი მომენტქი შევქმნათ მაგრამ ისევ ბევრ გოლს გავუშვებთ!

    ალბა. პიკე. რობერტო. ბუსკეცი. ეს 4 ფეხბურთელი სკამზე
    ფირპო. უმტიტი. სემედუ. რაფინია. ვიდალი. ბრეიტვეიტი. სუარეზი ესენი გასაშვებია
    არაუხო ძირითადშიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!
    გარსია. დესტი. დეპაი აუცილებლად მოსაყვანი სამივე თორე არაფერი გვეშველებააა!
    დაჟე ეს ყვეალფერი თუ გაკეთდა მაინც ვერაფერს ვერ მოვიგებთ მაგრამ 8 გოლს არ გავუშვებთ 😏


    ამ თამაშის მერეც კიდე სუარესის გაშვება გინდა? ფორვარდი არ ყავს გუნდს რაის სუარესი უნდა გაუშვან გრიზმანი რაც არ უნდა ვიძახოთ მაქსიმუმ მეორე ფორვარდი იყოს ორ ფორვარდიან ტაქტიკაში ფლეიმეიქერია მაგის პოზიცია ესენი კიდრ ლაუტაროს მეტს ფორვარდს ვერ ხედავენ (სასაცილო ისაა რო არც ეგაა ფორვარდი) და ამის ფონზე სუარესის გაშვება რავიცი კაკ მინიმუმ – 20 გოლს უდრის

  • Aron ralston
    schedule 19 სექ 2020, 23:01

    ასეთი უსანახაობო გამპერი თასი 20 წელია მგონი არ ყოფილა 😂 მეორე კიდე ასე მინმუმ ათი მატჩი რომ ექნება გუნდს ჩატარებული მერე დავიწყებ ყურებას ისევ რომ რამე მაინც იყოს შეცვლილი და კუმანის შრომა გამოჩნდეს მოკლედ მეგობრებო ასეთი უსანახოებრივო ჩაგდებული მატჩები გველის სეზონის პრუველი ნახევარი მაინც სანამ გუნდი რითმს დაიბრუნებს და გრანდის მაგვარ კლუბს დაემსგავსება