მილანის “ინტერის” მფლობელმა, სტივენ ჯანგმა “ბარსელონას” კაპიტან ლიონელ მესიზე კომენტარი გააკეთა.
“ინტერი” ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე გუნდს შორის, რომელსაც არგენტინელ ფეხბურთელს სატრანსფერო საგის მიმდინარეობისას უკავშირებდნენ.
“მესი? მასზე არც კი გვიფიქრია.
ამხელა ინვესტიცია ჩვენი პროექტის ნაწილი ვერ იქნებოდა. მის შეძენას არ ვგეგმავდით.
ჩვენ აქცენტს ინოვაციებზე, გეგმირებაზე, მუდმივ ზრდასა და ფინანსურ სტაბილურობაზე ვაკეთებთ. “ინტერის” უმაღლეს დონეზე აყვანა ამ გზითაც შეგვიძლია”. – განაცხადა ჯანგმა.



