workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი “ბარსელონას” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს – ოფიციალური განცხადება

კიკე სეტიენი “ბარსელონას” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს – ოფიციალური განცხადება

ახლახანს, კიკე სეტიენმა, ედერ სარაბიამ, ხონ პასკუამ და ფრან სოტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. 

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მის ასისტენტებთან ერთად კლუბის მიერ მათი პოსტიდან გათავისუფლების დროს გამოვლენილ დარღვევაზე წერს. 

“ბოლო დროს გამოქვეყნებული ინფორმაციების გამო, გვსურს, დავაზუსტოთ:

ჩვენი არაერთი მოთხოვნისა და ერთი თვის განმავლობაში “ბარსელონას” დირექტორების სრული სიჩუმის შემდეგ, ოფიციალური შეტყობინება პირველად გუშინ, ბიუროფაქსის საშუალებით მივიღეთ. ეს შეტყობინება ცხადყოფს იმას, რომ ბორდი აშკარად არ ითვალისწინებს იმ კონტრაქტის პირობებს, რომელიც 2020 წლის 14 იანვარსაა შედგენილი. 

პირადად ჩემი, კიკე სეტიენის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციაა და ყველამ კარგად იცის, რომ 17 აგვისტოს კლუბმა და პრეზიდენტმა ჩემი გათავისუფლება დააანონსეს, რაც ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო. ჩემთვის ეს წერილობით 16 სექტემბრამდე არ უცნობებიათ – მხოლოდ ახლა მოვიდა შეტყობინება, რომ გათავისუფლება ძალაში შევიდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ჩვენდა გასაკვირად, “კლუბიდან რელოკაციის” შესახებ სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებსაც აცნობეს. 

ყველაფრის გათვალისწინებით, იძულებულნი ვხდებით, კონფლიქტის გადაწყვეტა ჩვენს იურისტებს მივანდოთ, რომლებიც შესაბამის სამართლებრივ მოქმედებებს განახორციელებენ. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და შესრულდეს პირობები, რომლებიც ჩვენი “ბარსელონაში” მოსვლის პირველ დღეს დაიდო”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Anssumane
    schedule 17 სექ 2020, 21:45

    ამ თხი ტ@@ნიას უყურე ცხვარმა გამოაჩინა კლანჭები

  • me da barca
    schedule 17 სექ 2020, 21:15

    ვოტ პაჟალუსტა, ესღა გვაკლდა.

  • Justin Kluivert
    schedule 17 სექ 2020, 21:07

    სადამდე მივედით,სადაამედე? სად მიგვიყვანა ამ კორუმპირებულმა იდიოტმა…მავნებელი ბართომეუს ყველა საეჭვო საქმე ნელ-ნელა მჟღავნდება…კიდევ ბევრი გამჟღავნდება ბართო და მხოლოდ გადადგომა კიარა,ფრთხილად უნდა იყო რომ საპყრობილეში არ ამოყო თავი,ისევე როგორც როსელმა… ორი კორუმპირებული იდიოტი

  • Bola
    schedule 17 სექ 2020, 21:01

    ბართომეუმ ყველა საქმეში ჩაიკუკა და აიი სრული საქათმე გახადა ბარსელონას მთლიანი სტრუქტურული მმართველობა ყველა საკითხში. არც სატრანსფერო პოლიტიკა უვარგა გუნდს… ძვირად ვყიდულობთ და უფასოდ ვუშვებთ. არც დისციპლინა გუნდში…არც ფინანსური მენეჯმენტი… არც იურისტები უვარგათ… არც ექიმები…. დალაგებითაც აღარ ალაგებს ალბათ დამლაგებელი კარგად მანდ. იმენა ყველა საქმის მოუბმელი ლუზერი ერთად შეყარა და გაანადგურა კლუბი.

  • Albicelecte
    schedule 17 სექ 2020, 20:55

    ხელშეკრულებაში რაც ეწერა, უნდა შესრულდეს რა თქმა უნდა
    თავს ისევ კისერში იჭრის ღორთომეუ 👹