“ჟირონასთან” მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოედანზე გვიან გავიდნენ და ნაკლები სათამაშო დრო მიიღეს, მინი თამაში გამართეს.
სავარჯიშო აქტივობაში მონაწილეობა 12-მა მოთამაშემ მიიღო, მათ შორის რიკი პუჩმა, პედრიმ, კუენკამ და კონრადმა.
როგორც ჩანს, ეს რონალდ კუმანის ახალი ხერხია იმისთვის, რომ მატჩის დღეს ყველა მოთამაშემ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა მიიღოს.
“ბარსამ” “ჟირონა” ფილიპე კოუტინიოსა და ლეო მესის (დუბლი) გოლებით 3-1 დაამარცხა. ოფიციალური სეზონის დაწყებამდე გუნდი კიდევ ერთხელ 19 სექტემბერს ითამაშებს: გამპერის თასზე კატალონიელების მეტოქე “ელჩე” იქნება.




პიკე რომ დონეა ამას თქმაც არუნდა.. ნორმალური მეწყვილე პუიოლის მერე ტიპს არ ყოლია მასკერანოო იტყვის ბევრი მაგრამ არავის დაავიწყდეს მეორე სართულზე წლები მხოლოდ მარტო პიკე რომ გვყავდა და ღირსეულად უმკლავდებოდა თუნდაც რამოსს კლასიკოებში და ნებისმიერს…
მე კიდე პირიქიდ მის თვალებში მეტი მოტივაცია და ბრაზი დავინახე იმედია არ მოდუნდება და სეირნობას არ დაიწყებს ეხლა შეაგდო ამხანაგურში უმნიშვნელო მაგრამ ლამაზი გოლები და დიდ თამასებში გააგრძელებს იმედია…
მესის ეტყობა რომ არაა ბედნიერი. თამაშობს მთელი გულით მაგრამ სიამოვნებას ვერ იღებს იმიტომ რომ არაა ბედნიერი. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა.