ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” წელი ”A”-დან ”Z”-მდე

”ბარსელონას” წელი ”A”-დან ”Z”-მდე

გთავაზობთ ჟურნალ ”abc.es”-ის 12 მაისის უცნაურ სტატიას, რომელიც აჯამებს ”ბარსას” მიღწევას ლა ლიგაში.

Abidal – სიმსივნე, რომელიც ფრანგს აღმოუჩინეს კლუბის უმძიმესი მომენტი იყო მიმდინარე სეზონში. ერიკმა შეძლო ყველაფერთან გამკლავება და პუბლიკას დიდი ოვაციებით დაუბრუნდა.

Busquets – გაზრდილი და უფრო გადამწყვეტი. კატალონიელი დღითი დღე კი არა, საათების მიხედვით იზრდება. გვარდიოლას მიერ გახსნილი სერხიო ახლა ”ბარსელონას” მანქანის შეუცვლელი ნაწილია. თუკი მის ადრეულ ასაკს და ტალანტს გავითვალისწინებთ წინ დიდი მომავალი აქვს.

Clásico   – მიმდინარე სეზონმა ”რეალთან” უამრავი მატჩი მოიტანა. 5:0 წაგების შემდეგ მადრიდელებმა დასკვნები გამოიტანეს და პრიემრაში ფრე და თასის ფინალში გამარჯვება მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

Dani Alves – ყველა გულშემატკივარი თვალს ადევნებდა სერიალს, რომელიც მის კონტრაქტის გახანგრძილვებაზე იყო დაკავშირებული. საბოლოოდ კონტრაქტი 2015 წლამდე გახანგრძლივდა.

Entrenadores    (მწვრთნელები) – არავის ეჭვი არ ეპარებოდა გვარდიოლას და მოურინიოს სიდიადეში და მიმდინარე სეზონში ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდა საკუთარი ფილოსოფიით. მთელი სეზონის განმავლობაში მოურინიოს საქციელის გამო მათი დუელი მოედანს მიღმა გრძელდებოდა, რამაც პრეს-კონფერენციები ძალიან დაძაბა.

Fútbol  – მადრიდის მხრიდან თავდასხმების მიუხედავად ”ბარსა” თავისი სტილის ერთგული დარჩა. ბურთის ტოტალური კონტროლი და ბურთის ფლობის პროცენტი გუნდს დაეხმარა ყველა გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

Guardameta (მეკარე) – ვიქტორ ვალდესმა კვლავ სტაბილური და მკვეთრი თამაში აჩვენა. მან მეოთხედ მოიპოვა ზამორას ტიტული. ვალდესმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა.

Hércules  – ეს ჩემპიონატის მეორე ტურში მოხდა, როცა სეგუნდადან გადმოსულმა ”ერკულესმა” ”ნოუ კამპზე” დაამარცხა ”ბარსელონა”.

Iniesta – გაიტანა გამარჯვების გოლი მუნდიალზე. დაიკავა მეორე ადგილი ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე. გასული სეზონი მისთვის არ იყო ტრავმებით გადატვირთული, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის გადამწყვეტ თამაშებში. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ანდრესმა აპრილში მოიპოვა, როცა ქალიშვილი შეეძინა.

Jeffren – კარგად დაიწყო სეზონი და გაიტანა გოლი კლასიკოში. შემდეგ დაიწყო ტრავმები. ახლა მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული და ფეხბურთელის მომავალი მალე გაირკვევა.

Keita – 28 მატჩში მან მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. მისმა გოლმა მოუტანა გუნდს გამარჯვება ”სარაგოსასთან” მატჩში.

Lesiones (ტრავმები) – გასულ სეზონში ტრავმების გამო ბოიანმა და მილიტომ ერთი თვე გამოტოვეს, აბიდალმა ორი, ხოლო პუიოლმა სამი. სწორედ ტრავმებმა შეუშალეს გვარდიოლას ხელი დაცვის ხაზის განლაგებაში. ”ბარსამ” ეს გამოცდა წარმატებით გაიარა, თუმცა მომავალში არ შეიძლება ამ გაკვეთილის დავიწყება.

Messi – ზუსტად მისმა ბრწყინვალე თამაშმა მოუტანა გუნდს გამარჯვება პრიმერაში. ის გუნდის სულია, გმირია თავისი გოლებით და არაერთი მოგებული თამაშით. მესი გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და მეორე დღიდან შეუდგა ტიტულის დაცვას. მისი ასაკი და პოტენციალი ბევრს გვპირდება.

Nou Camp – საშინაო არენა გადაიქცა აუღებელ ციხედ. ”ბარსამ” გაუშვა 10 გოლი და წააგო მხოლოდ ერთი მატჩი შინ. მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრები მხარს უჭერდნენ, გიჟდებოდნენ და წინ წასვლისკენ მოუწოდებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს.

Oportunidades (მომენტები) – ”რეალის” შემდეგ ”ბარსელონა” გახდა მეორე გუნდი, რომელმაც მეტოქეთა კარში ყველაზე მეტჯერ დაარტყა (583), რაც მატჩში 15.77 დარტყმას უდრის. ეს სტატისტიკა აისახა ჩემპიონატში გატანილ 95 გოლზე.

Pinto – მალაგელმა სამეფო თასის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე ძალიან კარგი სეივი გააკეთა. ამავდროულად იყო ორი დისკვალიფიკაცია: სტვენისთვის და ”ბერნაბეუზე” ჩხუბისთვის.

Rosell – ლაპორტას შემცვლელად როსელი მოვიდა. კარგი და ფრთხილი პოლიტიკის გატარების გარდა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, როცა თასის ფინალში გუნდის 5:0 გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

Shakira – კოლუმბიელი მომღერლის სახელი პრესის პირველ გვერდზე მოექცა მას შემდეგ, რაც პიკესთან ურთიერთობა დაიწყო. მუნდიალზე შეხვედრის შემდეგ პიკე მას ვერ დაშორდა.

Thiago – მთელი სეზონი ანდონი სუბისარეტა მას აქებდა. პერიოდულად პირველ გუნდში იძახებდნენ. მომდევნო სეზონს ტიაგო პირველი გუნდის წევრის რანგში დაიწყებს.

Villa – ასტურიელმა პრიმერაში თავი ძალიან კარგად ვერ წარმოაჩინა, თუმცა მწვრთნელი მისით კმაყოფილი დარჩა. ”არ იყო ისეთი მატჩი, სადაც მას გოლის გატანა არ შეეძლო. მას ყოველთვის შეუძლია მომენტის შექმნა”.

Wembley – ”ბარსა” უბრუნდება ისტორიულ სტადიონს ”მანჩესტერ იუნაიტედთან” სათამაშოდ, რათა მოიგოს მე-4 ჩემპიონთა ლიგის თასი.

Xavi – გუნდის ტვინი. მის გარეშე ”ბარსა” ინგრევა. ყურადღებიანი, გამთვლელი და შემქმნელი. ამ სეზონში მან გუნდში ჩატარებულ 550 მატჩიან ზღვარს გადააცილა.

Zaragoza – მათ დაამარცხეს ”რეალი” და მიაახლოვეს ”ბარსელონა” პრიმერას ჩემპიონის ტიტულთან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში