მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები შვებულებაში გავიდნენ ”სანტიაგო ბერნაბეუს” და ”ნოუ კამპის” ოფისებში მოურინიოს გამო ახალი სკანდალი აგორდა. რა მოხდა ამჯერად? ახლა ჟოზე მოურინიოს სურს გააკონტროლოს ესპანეთის სუპერთასის და პრიმერას პირველი კლასიკოების ჩატარების ადგილი. ”რეალის” მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელებს თხოვს, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ფედერაციაზე და ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი ”ნოუ კამპზე” ჩატარდეს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად პირველი მატჩი სამეფო თასის გამარჯვებულის მოედანზე ტარდება.
მოურინიოს მეორე სურვილი პრიმერას პირველი კლასიკოს გამართვის ადგილმდებარეობას შეეხება. ჟოზეს სურს, რომ ნოემბერში გასამართი კლასიკო ბარსელონაში შედგეს, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხდება ხოლმე.
