ნიჭი ყველაფრის საწყისია | ალბერტ პუჩი ანსუ ფატისა და რიკი პუჩზე

ნიჭი ყველაფრის საწყისია | ალბერტ პუჩი ანსუ ფატისა და რიკი პუჩზე

“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ალბერტ პუჩი ანსუ ფატისა და რიკი პუჩზე საუბრობს.

“რიკი ძალიან ნიჭიერია, თუმცა ფიზიკური მონაცემები ხელს არ უწყობს. შესაძლოა, ამ ასპექტმა მის კარიერას ხელი შეუშალოს. ვნახავთ, რა მოხდება.

ანსუ ფატის ნამდვილად უდიდესი ტალანტი აქვს. თუმცა, ჩვენს გეგმებში ფეხბურთელთა აღმოჩენა და მათი გაფორმება ნაკლებად მნიშვნელოვანია – ჩვენი მიზანია, მოთამაშეებს საფეხბურთო განათლება მივცეთ და განვითარებაში დავეხმაროთ.

წარმატებისკენ მიმავალი გზა გრძელი და რთულია, რაზეც მრავალი გარეგანი ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა, სიმართლეა, რომ ნიჭი ყველაფერის საწყისია.

ეჭვგარეშეა, რომ რიკი და ანსუმანე ტალანტის ნაკლებობას არ განიცდიან. როცა ფატი 9 წლის იყო, აფრიკა დატოვა და დაგვარწმუნა, რომ ნიჭიერია, მისმა თამაშმა სიამოვნება არაერთხელ მოგვანიჭა.

პუჩი პირველად მაშინ ვნახე, როცა იგი 11 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი მიხვდი, რომ დრო იყო, რიკის ჩვენთან ეთამაშა. როგორც აღვნიშნე, ამ უკანასკნელს სუსტი ფიზიკური კონდიციები ჯერ კიდევ აბრკოლებს, თუმცა მჯერა, რომ ეს ფაქტორი მას მენტალურად უფრო გააძლიერებს და დაეხმარება, რომ ტაქტიკურად მეტად განსწავლული გახდეს”, – ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

52 წლის დამრიგებელი “ბარსელონაში” 2005-2010 წლებში მუშაობდა, ამჟამად კი კარიერას იაპონიაში აგრძელებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • becool
    13 სექ 2020, 20:34

    ორივე ტალანტია ❤️❤️

  • Ruben Zadkovic
    13 სექ 2020, 19:31

    არც რუბენ ზადკოვიჩი ყოფილა ფიზიკურად ძლიერი მარა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში ❤️❤️❤️

  • nika 54
    13 სექ 2020, 18:46

    "რიკი ძალიან ნიჭიერია, თუმცა ფიზიკური მონაცემები ხელს არ უწყობს. შესაძლოა, ამ ასპექტმა მის კარიერას ხელი შეუშალოს. ვნახავთ, რა მოხდება".

    მესის უკეთესი ფიზიკა ქონდა? მაგრამ მონდომებამ თავისი ქნა, ასე რომ პუჩის მომავალი მთლიანად მასზეა დამოკიდებული.

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ჩავი: ტალანტი ყოველთვის ამარცხებს ათლეტიზმს. როდესაც ეს აღარ მოხდება, ფეხბურთი მოსაწყენი გახდება.


    ამის უტყუარი საბუთი ლეოა, ალბათ სწორედ მესი ყავდა მხედველობაში.

  • გიორგი ჩანგელია
    13 სექ 2020, 16:14

    ჩავი: ტალანტი ყოველთვის ამარცხებს ათლეტიზმს. როდესაც ეს აღარ მოხდება, ფეხბურთი მოსაწყენი გახდება.

  • Albicelecte
    13 სექ 2020, 16:02

    უბრალოდ, გამხდარია და აგებულება აქვს ისეთი, რომ სიმსუქნისაკენ არაა ტიპი მიდრეკილი
    რაც საშუალებას მისცემს, რომ სისწრაფე და მოქნილობა შეინარჩუნოს, ტექნიკა კიდევ მშვენიერი აქვს

    ასე, რომ მცირე წონა სულაც არ არის დაბრკოლება, პირიქით, ბარეულ ტლანქ მცვენსა და შუახაზელს ახოხიელებს საჯდომ კორძებზე, ვითარცა მესიმ ჯერომ ბოატენგი ახოხა 😃 😁