workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: გამპერის თასზე “ბარსელონას” მეტოქე “ელჩე” იქნება

ოფიციალურად: გამპერის თასზე “ბარსელონას” მეტოქე “ელჩე” იქნება

ჟოან გამპერის სახელობის თასზე “ბარსელონას” მეტოქე წელს “ელჩე” იქნება. ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. 

გათამაშებას ტრადიციულად “კამპ ნოუ” უმასპინძლებს, შეხვედრა კი 19 სექტემბერს გაიმართება. “ელჩე” ამ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნდა და წილისყრის შედეგის მიხედვით, “ბარსას” პირველ ტურში უნდა შეხვედროდა, თუმცა თამაში გადაიდო. 

გამპერის თასი სულ 53-ჯერ ჩატარებულა. 1966-1996 წლებში გათამაშებაში 4 გუნდი მონაწილეობდა, 1997 წლიდან კი მხოლოდ ერთი თამაში იმართება. გათამაშებას საფუძველი 1966 წელს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ენრიკ ლაუდეტმა, კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის საპატივცემულოდ ჩაუყარა. 

“ბარსელონამ” თასი ყველაზე მეტჯერ, 42-ჯერ მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ფეოლა
    schedule 13 სექ 2020, 15:28

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ფეოლა
    ასეთი ცუდი მეტოქე გამპერის თასზე შუასაუკუნეების მერე არ გვყოლია


    ის გუნდი რა იყო აბა, თვითმფრინავს გადარჩენილები რო ჩამოიყვანეს, მეკარეც რო გამოვიდა ცალფეხა…სახელიც აღარ მახსოვს, გასაგებია პატივი მიაგეს, მაგრამ ლა ლიგის დონე ალბათ არ იყო.

    ეგ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც "ბარსას" მიუღია : )

  • ჯერემი რენერი
    schedule 13 სექ 2020, 15:11

    ციტატა: nika 54
    ის გუნდი რა იყო აბა, თვითმფრინავს გადარჩენილები რო ჩამოიყვანეს, მეკარეც რო გამოვიდა ცალფეხა…სახელიც აღარ მახსოვს, გასაგებია პატივი მიაგეს, მაგრამ ლა ლიგის დონე ალბათ არ იყო.


    შაპეკოენსე – ზუსტად რო პატივი მიაგეს, ძაან უაზრო შედარება მოიყვანე..

    "ცალფეხა" – ლექსიკონიც არ გცოდნია შესაფერისი.. და აქ მწერლებს უსწორებ ტექსტებს.. :ლოლ:

  • nika 54
    schedule 13 სექ 2020, 14:57

    ციტატა: ფეოლა
    ასეთი ცუდი მეტოქე გამპერის თასზე შუასაუკუნეების მერე არ გვყოლია


    ის გუნდი რა იყო აბა, თვითმფრინავს გადარჩენილები რო ჩამოიყვანეს, მეკარეც რო გამოვიდა ცალფეხა…სახელიც აღარ მახსოვს, გასაგებია პატივი მიაგეს, მაგრამ ლა ლიგის დონე ალბათ არ იყო.

  • ფეოლა
    schedule 13 სექ 2020, 14:38

    ასეთი ცუდი მეტოქე გამპერის თასზე შუასაუკუნეების მერე არ გვყოლია