მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონა” სერიოზულადაა დაინტერესებული იტალიელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის შეძენით. ფეხბურთელის აგენტმა “RAC 1″–თან საუბარში განაცხადა, რომ როსი “ბარსაში” თამაშით ძალიან მოხარული იქნება…
კატალონიის “ბარსელონა” უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს. გვარდიოლამ უკვე მონიშნა თავისი პირველი სამიზნე და მისი სახელი ჯუზეპე როსია. “ვილიარეალის” ფეხბურთელის ფასი 30 მილიონს შეადგენს. ეს ფაქტი უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობია, თუმცა საინტერესოა რა განაცხადა ამ ბოლო დღეებში თავად როსის აგენტმა “RAC 1″–თან საუბარში. “ჩვენ “ბარსელონასთან” ვსაუბრობთ და როსი მოხარული იქნება ამ გუნდში თამაშით. მისი ფასი 25–30 მილიონის ფარგლებში იქნება. ჩვენ გვარდიოლას კლუბიდან სიახლეებს ველით”, – განაცხადა აგენტმა. ასე, რომ ახლა ჯერი ანდონი სუბისარეტაზე, ხოსე მარია ბართომეუზე და სანდრო როსელიზეა…
