“ინტერი” ჟუნიორ ფირპოს შეძენით ისევ ინტერესდება

“ინტერი” ჟუნიორ ფირპოს შეძენით ისევ ინტერესდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის “ინტერი” ჟუნიორ ფირპოს დამატებით ისევ ინტერესდება. 

იტალიურმა კლუბმა “ბარსელონას” ფირპოს იჯარა სთხოვა, მაგრამ “ბარსას” ასეთი ტიპის გარიგება არ სურს და არც ახალგაზრდა მარცხენა მცველის სიმბოლურ ფასად გაყიდვა უნდა. 

კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, უფრო რეალურია: ჟუნიორის ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს, ლაუტაროს კატალონიურ გუნდში გადმოსვლის შანსი ისევ არსებობს და თუ ეს მოხდება, ფირპოს “ინტერში” გადასვლაზე ორივე მხარე თანახმა იქნება. 

აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანს, რომელიც ტრანსფერებზე ბოლო სიტყვას ამბობს, ჟუნიორის თამაში ჯერჯერობით მოსწონს და მის გაშვებაზე არ ფიქრობს. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (4)

  • me da barca
    10 სექ 2020, 19:17

    მორიგი ზღაპარი.

  • romani23
    10 სექ 2020, 18:49

    მომკალი და არ მინდა ამ იგროკის გაშვება, მით უფრო ალბას იმედზე. დიდი პოტენციალი მეგულება მაში და ეს წელი ადაპტაციას მივაწეროთ და აუცილებლად დავტოვოთ, მჯერა რომ გაქაჩავს.

  • M10 S9 D11
    10 სექ 2020, 18:13

    მოიყვანეთ ჯერ წესიერი მარცხენა მცველი და მერე გაუშვით გრიმალდოს რატო არ აკვირდებიან ნერვები მეშლება