workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” ერთი წლით მოცდა გადაწყვიტა

“ბარსამ” ერთი წლით მოცდა გადაწყვიტა

როგორც მოსალოდნელი იყო, შეიხი მანსური “ბარსელონაზე”, ერიკ გარსიას მეშვეობით შურისძიებას აპირებს. მანსური ის კაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ამის მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როცა “სიტის” აშკარა დარღვევაზე თვალი დახუჭეს, ბანი მოუხსნეს და მხოლოდ ჯარიმა აკმარეს.

ამ ყველაფრისთვის მანსურმა დიდი თანხა გაიღო, უფრო სწორად, ეს თანხა დიდი სხვა კლუბებისთვის ჩანს, ხოლო მისთვის არაფერია, ზღვაში წვეთია.

ამიტომ, ვერ აქვს ნერვები წესრიგში, მას შემდეგ რაც ლიონელ მესის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ძალიან ახლოს იყო ამასთან, თავად მესიც მზად იყო წასასვლელად, მაგრამ ლეო კონტრაქტის მეშვეობით დააბეს, მანსურმა კი გაიგო, რომ თურმე არსებობს შემთხვევები, როცა ფული ვერ გიშველის.

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერი სილა მოხვდა სახეში. ახლა კი “ბარსას” მიზერულ ფასად სურს ცენტრალური მცველის გადაბირება, რომელსაც თავადაც აქვს სურვილი, კატალონიას დაუბრუნდეს, მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი და ამ პირობების მიუხედავად, “სიტი” 30 მილიონ ევროს ითხოვს, იმაზე მეტს, ვიდრე “ლიონი” ითხოვს დეპაიში, არადა “ბარსას” შეთავაზება პირველ ჯერზე, მხოლოდ 10 მილიონი ევრო იყო.

Marca იუწყება, რომ “ბარსამ” ერთი წლით მოცდა გადაწყვიტა, ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელს უფასოდ ჩაიგდებს ხელში, მაგრამ ვინ უფრო მეტს დაკარგავს ამით? “ბარსა” დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელს, რადგან აუცილებლად სჭირდება ცენტრალური მცველი, დაკარგავს თუნდაც ერთი წლით, მაგრამ სწორედ ეს ერთი წელია გარდამტეხი, ხოლო “სიტი” დაკარგავს პოტენციურ 15 მილიონ ევროს, რაც მათთვის უბრალოდ ხურდა ფულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Truxilio
    schedule 10 სექ 2020, 15:32

    ნუ სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს …. მხოლოდ ჭორაობა საქმე არ არ ჩანს …. ვერ ყიდიან ვერ ყიდულობენ , ვერ ცვლიან სარფიანად …
    -ტრანსფერი ერთ წლიანი ლაყბობის გარეშე ვერ გამოდის მაქსიმალუ თანხას ახევენ და ის ფეხბურთელი უკვე დაღმასვლის გზაზეა როცა ამათ მოყავთ ….

  • romani23
    schedule 10 სექ 2020, 14:06

    NIKA 54… როცა კონტრაქტის ამოწურვამდის ნახევარი წელი რჩება იგროკს აქვს სრული უფლება მომავალ გუნს შეუთანხმდეს… ანუ წინასწარი შეთანხმება დადოს რომელიც ავტომატიურად გაოფიციალურდება ზაფხულის 30 ივნისს.

  • nika 54
    schedule 10 სექ 2020, 14:00

    მე ხო ვამბობდი, რაც ბართომეუმ ეგენი გაამწარა, საერთოდ არავის აღარ მოგვცემენ სულ რო გასაგდები ყავდეთ.

    ციტატა: romani23
    საჩქარო არაფერია როცა იცი რომ გარსია არაფრის დიდებაზე არ გაუგრძელებს სიტის კონტრაქტს, თან სახში დაბრუნებაზე ოცნებობს, გარანტირებული აქვს პიკეს მემკვიდრეობა. ზამთარში კი შეგვიძლია სრულიად უფასოდ და ოფიციალურად გავიფორმოთ და რა დარჩა უკვე ზამთრამდის?!. მანამდის კი ფსონს გავალთ პიკეთ, ლანგლეთ, არაუხოთ, უმტიტით, ტოდიბოთ.


    და ზამთარში როგორ გაიფორმებ, როცა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს?

  • M10 S9 D11
    schedule 10 სექ 2020, 13:53

    დატოვეთ მაშინ ტოდიბო

  • romani23
    schedule 10 სექ 2020, 13:51

    საჩქარო არაფერია როცა იცი რომ გარსია არაფრის დიდებაზე არ გაუგრძელებს სიტის კონტრაქტს, თან სახში დაბრუნებაზე ოცნებობს, გარანტირებული აქვს პიკეს მემკვიდრეობა. ზამთარში კი შეგვიძლია სრულიად უფასოდ და ოფიციალურად გავიფორმოთ და რა დარჩა უკვე ზამთრამდის?!. მანამდის კი ფსონს გავალთ პიკეთ, ლანგლეთ, არაუხოთ, უმტიტით, ტოდიბოთ.

  • ფეოლა
    schedule 10 სექ 2020, 13:48

    ციტატა: Pique_3
    რითია გარსია ტოდიბოზე ძლიერი?!🤔საერთოდ არაფრით,ტოდიბოს თამაშს ვინც უყურა ინტერთან რავიცი ძმაო ტიპი კედელივით იდგა❤უპემაკო დაითრიონ და დაცვის პრობლემა ცენტრში 10 წელი მოგვარებული იქნება❤😌

    სადაა უპამეკანოს ფული : )

  • Pique_3
    schedule 10 სექ 2020, 13:44

    რითია გარსია ტოდიბოზე ძლიერი?!🤔საერთოდ არაფრით,ტოდიბოს თამაშს ვინც უყურა ინტერთან რავიცი ძმაო ტიპი კედელივით იდგა❤უპემაკო დაითრიონ და დაცვის პრობლემა ცენტრში 10 წელი მოგვარებული იქნება❤😌