workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პასუხები კითხვაზე

პასუხები კითხვაზე

 პასუხი პირველ კითხვაზე: 

 ჩემი აზრით პრეზიდენტის ადგილის შეცვლა ისეთივე სასწრაფო არაა, როგორც მწვრთნელის შეცვლა. მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩემი აზრით ლუის ენრიკემ უნდა დაიკავოს რადგან მას უვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში და ჩემი გადმოსახედიდან პეპ გვარდიოლას შემდეგ ის საუკეთესოა ბარსას ყველა დროს მწვრთნელებიდან. ასევე ძალიან კარგი იქნებოდა გვარდიოლას ხილვა ამ პოსტზე, თუმცა იმის უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ენრიკემ დატოვო ესპანეთის ნაკრები და ბარსელონას შეუერთდეს, ვიდრე ხოსეპმა დატოვოს სიტი. მაგრამ იმის დიდი შანსია, რომ ენრიკემ ნაკრები არ დატოვოს, ამიტომ ამ პოსტზე ხავის განვიხილავ.

 პასუხი მეორე კითხვაზე: 

 კლუბი აუცილებლედ უნდა დატოვოს უსმან დემბელემ. მისი ადგილი კი მემფის დეპაიმ უნდა დაიკავოს. ასევე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ კლუბის აუტსაიდერები ლეო მესი და ხერარდ პიკე ყოფილიყვნენ და ახალგაზრდებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, მაგრამ მესი და პიკე გუნდის ლიდერები არიან და ვფიქრობ, ისინი რამდენიმე წელი კიდევ უნდა დარჩნენ საყვარელ გუნდში. ასევე წასასვლელები არიან ლენგლე და ვიდალი.

 პასუხი მესამე კითხვაზე:

 ჩემი აზრით ბარსელონამ ბ გუნდიდან დარაუჰო და  მონჩუ რამონი უნდა დააწინაუროს, მაგრამ ისინი სათადარიგო სკამიდან გაამაგრებენ გუნდს. 

 პასუხი მეოთხე კითხვაზე:

 ტერ შტეგენი – სემედო, პიკე, უმტიტი, ალბა, – ბუსკეტსი, დე იონგი, არტურ მელო, – ფატი(როგორც მივხვდი, ფატის არ შეუძლია მოედანზე იყოს მთელი 90 წუთი, ამიტომ თუ მემფისი ბარსას შეუერთდა, დეპაი შეცვლის ფატის, ანდა პირიქით, ფატი შეცვლის დეპაის) – ლაუტარო (მას სათარიგო სკამიდან შეცვლის გრიზმანი) –  მესი 

 პასუხი მეხუთე კითხვაზე: 

 როგორც ზემოთ ვთქვი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის განვიხილავ და მას შეუძლია გუნდს ძველი ხიბლი, ტიკი-ტაკა დაუბრუნოს. თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ გუნდში ბევრი გამოცდილი და ამ სქემის მცოდნე ფეხბურთელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში