ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შეხვედრა ხოსე ანხელის ტრანსფერთან დაკავშირებით

შეხვედრა ხოსე ანხელის ტრანსფერთან დაკავშირებით

 

ჭორები იმის თაობაზე, რომ კატალონიის “ბარსელონა” ხიხონის “სპორტინგის” მარცხენა მცველით, ხოსე ანხელით იყო დაინტერესებული, გამართლდა…

 

31 მაისს, ადგილობრივი დროით 17 საათზე, კატალონიის “ბარსელონასა” და ხიხონის “სპორტინგის” წარმომადგენლები ერთმანეთს ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავლის საკითხის გადასაწყვეტად შეხვდნენ. ასტურიული გუნდის მხრიდან წარმოდგენილი თავად სპორტული პრეზიდენტი, მანუელ ვეგა–არანგო და გუნდის მენეჯერი, ალფრედო გარსია ამადო იყვნენ, ხოლო “ბლაუგრანას” ღირსებას ანდონი სუბისარეტა და ხოსე მარია ბერტუჩი იცავდნენ.

 

შეხვედრის შემდეგ ვეგა–არანგომ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “არანაირი შეთანხმება.” – ამით კი ყველაფერი ნათქვამია. ჯერჯერობით გუნდები შეთანხმებას ვერ აღწევენ, თუმცა სავარაუდოდ ხოსე ანხელის თაობაზე შეხვედრები არ შეწყდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში