დღეს, “ბარსელონა” გახდა პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელსაც YouTube-ზე 10 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავს. კატალონიურმა კლუბმა ეს მიღწევა საგანგებო ვიდეოთი აღნიშნა და “ბარსელონური” Rewind-იც შემოგვთავაზა.
“ბარსას” ამ მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს: მადრიდის “რეალის” ოფიციალურ არხს 5.93 მილიონი გამომწერი ჰყავს, “ლივერპულს” – 4.99 მილიონი, “მანჩესტერ იუნაიტედს” კი 3.22 მილიონი.
საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
- ბარსელონა – 10 მილიონი გამომწერი
- რეალი – 5.92 მილიონი გამომწერი
- ფლამენგო – 5.55 მილიონი გამომწერი
- ლივერპული – 4.98 მილიონი გამომწერი
- მანჩესტერ იუნაიტედი – 3.21 მილიონი გამომწერი
- იუვენტუსი – 2.88 მილიონი გამომწერი
- მანჩესტერ სიტი – 2.72 მილიონი გამომწერი
- პსჟ – 2.56 მილიონი გამომწერი
- ჩელსი – 2.1 მილიონი გამომწერი
- არსენალი – 1.96 მილიონი გამომწერი
“ბლაუგრანას” არხი ჯერ კიდევ 2006 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს, მათ შორის ჰაილაითებს, სავარჯიშო სესიებსა და ჩელენჯებს გვთავაზობს.
![“ბარსელონას” მიღწევა – პირველი კლუბი 10 მილიონი გამომწერით [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/09/1599653721_b.jpg)



N1 მსოფლიოში ❤❤❤