მოგესალმებით კატალონიელებო! 😍მინდა შემოგთავაზოთ ბარსელონას განვითარებისა და ხსნის ჩემეული ვერსია და ვფიქრობ მოგეწონებათ. რათქმაუნდა როგორც ყოველ ბარსელონას გულშემატკივარს ისევე მეც შემტკივა გული ჩვენი საყვარელი კლუბის ასეთ მდგომარეობაზე. 2015 წლიდან მოყოლებული ვხედავთ როგორ ანადგურებს კლუბს ბართომეუ და მისი შტაბი.
პირველ რიგში სწორედ ჟოზეპ მარია ბართომეუს მოშორებაა საჭირო. არჩევნების მოგების მთავარი კანდიდატი ჩემი აზრით ლაპორტაა და ეს იქნება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისკენ. მისი პრეზიდენტობის დროს იყო ბარსელონა ყველაზე დიადი და გამანადგურებელ კლუბი ისტორიაში. მას ესმის კრუიფის ფილოსოფიის და იცის როგორი მწვრთნელი და მენეჯმენტი სჭირდება ბარსელონას. რაც მთავარია იცის “ლა მასიას” ფასი და ხვდება როგორ გამოიყენოს ის. ამიტომ ვფიქრობ რომ ლაპორტა იქნება იდეალური ვარიანტი.
მეორე წინ გადადგმული ნაბიჯი ლაპორტას გაპრეზიდენტების შემდეგ იქნება ჩავის მწვრთნელად მოყვანა. კაცი რომელსაც ესმის ფეხბურთის, ესმის კრუიფის და ესმის ბარსელონასი. ვფიქრობ მისი საფეხბურთო ინტელექტი უტოლდება გვარდიოლასას და მისი მწვრთნელობის შემთხვევაში ბარსელონა დაიბრუნებს ძველ ტიკი-ტაკას და სილამაზეს. ასევე ჩავიმ იცის რომ თუ ის მოვა მას ექნება ყველანაირი თავისუფლება. ლამასიას დაუთმობს დიდ დროს და გააკონტროლებს რომ ნიჭიერი მოთამაშეები არ გაიყიდოს. გააკეთებს მისთვის საჭირო ტრანსფერებს. ყველა ნიჭიერ მოთამაშეს მისცეს შანსს აუცილებლად. მოკლედ ჩავი და ლაპორტა შექმნიან ახალ ეპოქას და მთავარ პრიორიტეტად აქცევენ “ლა მასიას”
რაც შეეხება ტრანსფერებს ვფიქრობ რომ კლუბმა ბოლომდე უნდა გამოუცხადოს ნდობა ტრინკაუს დემბელეს ფატის და კოუტინიოს და ფლანგის შემტევის შეძენაზე არ იფიქროს მაგრამ აუცილებლად საჭიროა ცენტრ ფორვარდი და ვფიქრობ ლაუტარო მარტინესი კარგი ვარიანტია. ვიცით რო ლუის სუარესს ყველაფერი შეუძლია მაგრამ ასაკშია და დროა რომ ან სკამზე გადაჯდეს ან წავიდეს კლუბიდან. ნახევარდაცვაში გვყავს კლუბის მომავალი და ჩემი აზრით ჩავის მთავარი იარაღი მოედნის ცენტრში. ეს არის ფრენკი დე იონგი. ასევე გვყავს უნიჭიერესი რიკი პუჩი. ოდნავ ასაკში მყოფი მაგრამ უმაგრესი პიანიჩი.კოუტინიოც ნახევარმცელია მაგრამ ვფიქრობ რომ ბარსელონამ ყველანაირად უნდა ეცადოს და დაიბრუნოს ტიაგო ალკანტარა. იდეალურად ჩაჯდება ჩავის სქემაში დე იონგთან და პუჩთან ერთად. ყველაზე დიდი პრობლემები კი დაცვაშია. მე ვფიქრობ რომ არ უნდა გაიყიდოს ჟან კლერ ტოდიბო. მშვენიერი ახალგაზრდაა და ვფიქრობ იმსახურებს ბარსელონას მომავლის გუნდში ყოფნას. უპამეკანოს ყიდვა ძალიან მაგარი იქნებოდა. ასევე საჭიროა ფლანგები. მარჯვენა ფლანგი საიმედო ხელშია და ის ნელსონ სემედუს ეკუთვნის. მარცხნივ კი ალბას შემცვლელად კარგი იქნებოდა ნიკოლა ტალიაფიკო.
გადავიდეთ კლუბიდან წამსვლელებზე. ჩავის ბარსელონაში არამგონია ადგილი მოიძებნოს არტურო ვიდალისთვის ამიტომ ჩილელმა უნდა დატოვოს კლუბი. ასევე რაფინიაც არ არის ბარსელონს დონის ფეხბურთელი. უმტიტი ძალიან კი მიყვარს და მაგარი მცველია მაგრამ ტრავმებმა ძალიან დიდი რეგრესი განაცდევინეს და სჯობს დატოვოს ბარსელონა.
ლიონელ მესი!❤❤
გენიოსი! ჯადოქარი!
კლუბი და მოთამაშეები ახლა ზედმეტად დამოკიდებულები არიან მასზე მაგრამ ვფიქრობ ჩავის ბარსელონაში ყველას როლი გადანაწილებული ექნება გუნდში და მესი 1-ს ან 2 ბრწყინვალე სეზონს შემოგვთავაზებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს კლუბი თუ მწვრთნელი იქნება ჩავი და ჩვენ ვიხილავთ საოცარ ფეხბურთს. ლეო საოცარია და სანამ დროა ვისიამოვნოთ მისი ბარსელონაში თამაშით💖
გუნდის სასტარტო შემადგენლობა: ტერ-შტეგენი, სემედუ, უპამეკანო, ლენგლე, ტალიაფიკო, დე იონგი, ალკანტარა, პუჩი, დემბელე, ლაუტარო, მესი. (4-3-3)
ვფიქრობ რომ ლაპორტა, ჩავი და ეს შემადგენლობა დააბრუნებს კრუიფისეულ ფილოსოფიას და დიდებას. ბარსელონა იმსახურებს ამ ყველაფერს რადგან ბარსა მეტია ვიდრე კლუბი ❤💙



