დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ვილიანმა, უარყო ყოველგვარი ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ახლოსაა კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან. იტყობინება გავლენიანი გამოცემა “Gazeta Esportiva”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონმა წელს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში “ბარსელონას” წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია (5:1 , 0:1).
“ნამდვილადა რაფერი მსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია ჩემი შეძენით. თუმცა ერთ რამეს ნამდვილად ვიტყვი, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. კატალონიელები არასდროს კარგავენ ბურთს და მასზე აწესებენ კონტროლს მთელი მატჩის განმავლობაში, ხოლო როდესაც ბურთი იკარგება, რამდენიმე წამში “ბლაუგრანას” ფეხბურთელები იბრუნებენ მას და კვლავ ჩვეულ სტილში აგრძელებენ თამაშს”. დაასრულა ვილიანმა.

