workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვეინალდუმი vs ტიაგო | სტატისტიკური შედარება

ვეინალდუმი vs ტიაგო | სტატისტიკური შედარება

ჯორჯინიო ვეინალდუმი თუ ტიაგო ალკანტარა, კატალონიელებმა აქცენტი სწორედ ამ ორ ნახევარმცველს შორის უნდა გააკეთონ. იმ შემთხვევაში, თუ “ბლაუგრანას” არჩევანი ნიდერლანდელზე შეჩერდება, “ლა მასიელი” ალკანტარა, დიდი ალბათობით, “ლივერპულში” გადაბარგდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რონალდ კუმანს გუნდში ჯორჯინიოს მოყვანა სურს, რადგან მასთან მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის ნაწილი კლუბში ტიაგოს დაბრუნებას ემხრობა.

ჩვენ შეგვიძლია მათი სტატისტიკა ერთმანეთს შევადაროთ და განვსაჯოთ, თუ რომელი მათგანი მოერგება უკეთესად რონალდ კუმანის “ბარსელონას”.

ზოგადი მაჩვენებლები

თამაშების რაოდენობა: ვეინალდუმი – 37, ტიაგო – 24.

ნათამაშები წუთები: ვეინალდუმი – 2948, ტიაგო – 1772.

გოლები: ვეინალდუმი – 4, ტიაგო – 3.

ასისტები: ვეინალდუმი – 0, ტიაგო – 0.

დაცვითი მონაცემები

ვარდნები (თითოეულ თამაშში): ვეინალდუმი – 1,  ტიაგო – 0.8

ჩაჭრები: ვეინალდუმი – 0.5, ტიაგო – 1.9

სიტუაციის განმუხტვა: ვეინალდუმი – 0.9, ტიაგო – 0.5

დაბლოკვა: ვეინალდუმი – 0.1, ტიაგო – 0.1

გატარებული დრიბლინგები: ვეინალდუმი – 0.8, ტიაგო – 0.9

შეტევითი მონაცემები

დარტყმები: ვეინალდუმი – 1, ტიაგო – 0.8

საკვანძო გადაცემები: ვეინალდუმი – 0.5, ტიაგო – 0.8

წარმატებული დრიბლინგი: ვეინალდუმი – 1.1, ტიაგო – 3

ზუსტი გადაცემები: ვეინალდუმი – 43.9, ტიაგო – 74.9

პასების სიზუსტე: ვეინალდუმი – 90.8%, ტიაგო – 90.5%

ჩაწოდებები: ვეინალდუმი – 0, ტიაგო – 0.1

გრძელი პასები: ვეინალდუმი – 1.1, ტიაგო – 6.2

სათამაშო დისციპლინა

ჯარიმების რაოდენობა: ვეინალდუმი – 0.4, ტიაგო – 1.

ყვითელი ბარათები: ვეინალდუმი – 0, ტიაგო – 7.

შეჯამება

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარდაცვის გაუმჯობესების მხრივ ტიაგო “ბარსასთვის” უკეთესი შენაძენი იქნება. ვეინალდუმი კი უფრო მეტად რაკიტიჩისა და ვიდალის შემცველად განიხილება.

“ლივერპულის” ნახევარდაცვა გამორჩეული განსაკუთრებით დაცვითი ქმედებების გამოა. თუმცა, ამ ასპექტშიც კი ტიაგო ჯორჯინიოს დიდად არც ჩამორჩება, პირიქით, საშუალოდ თამაშში მას მეტი ჩაჭრა უფიქსირდება.

შეტევითი თვალსაზრისით, ესპანელი ნიდერლანდელზე ერთი თავით მაღლა დგას. ერთგოლიანი უპირატესობაც კი მხოლოდ იმიტომაა შესამჩნევი, რომ ვეინალდუმმა 13 შეხვედრით მეტი ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • სპარტაკი
    schedule 06 სექ 2020, 22:07

    თამაშის დროსაც თუ გავითვალისწინებთ ტიაგო ბევრად ჯობია.. თან მაინც ჩვენია ეს ოხერი..

  • nikusha
    schedule 06 სექ 2020, 21:58

    1) ვეინადულმა დუბლი შეგვისრულა – ტიაგომ … ალკანტარა…. ?
    2) ორივე კაია და ორივეს დავიმატებდი ტიაგო ძირითადისთვის და ვეინადუმი სკამისთვის ასაკითაც ერთნაირები არიან
    3) ტიაგოც რაკიტიჩისნაირია ვეინალდუმი ვიდალისნაირი
    4) ორივე გამოცდილია და გრანდებში თამაშOბს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 სექ 2020, 21:29

    კაი სემედუ არვარგა ნუვარგა… მაგრამ უკეთესი ვარიანტი ვინ გეგულებათ?:დ კიმიხს გამოგვატანს ბაიერნი თუ არნოლდს ლივერპული?:დ დაცვაში ჩავარდნა ზოგი კანსელუსი ნახეთ ამოწეული თამაშისას :დ დესტის ყიდვა შეიძლება ერთადერთი

  • basa7
    schedule 06 სექ 2020, 20:26

    ციტატა: Griezzy7
    basa7,
    ამბოლო დროს? საერთოდ როდის იყო კარგი? დაცვაში მაგის კარგი თამაში არმინახავს მე.


    მე მინახავს ბენფიკაში და ზუსტად მაგას ვამბობ ჩაკლა ვალვერდემ თქო

  • B.A.r.c.A
    schedule 06 სექ 2020, 19:16

    ციტატა: M10 S9 D11
    არადა მშვენივრად დგას დაცვაშიც სემედუ არც ალვეში იყო კედელი დაცვაში მარა ვინმე რამეს ეუბნებოდა? ვერც ვალვერდემ და ვერც სეტიენმა გამოიყენა სემედუ წესივრად აი კუმანი ხოშიანად მოხოდავს


    ინდივიდუალურად არაა ცუდი მარა გუნდურ თამასში საერთოდ იკარგება თორე მარტო სემედო როგორც ესეთი პროდუქტიულია ინდივიდუალურად

  • M10 S9 D11
    schedule 06 სექ 2020, 18:47

    არადა მშვენივრად დგას დაცვაშიც სემედუ არც ალვეში იყო კედელი დაცვაში მარა ვინმე რამეს ეუბნებოდა? ვერც ვალვერდემ და ვერც სეტიენმა გამოიყენა სემედუ წესივრად აი კუმანი ხოშიანად მოხოდავს

  • basa7
    schedule 06 სექ 2020, 18:33

    ისე მართლა ვერ გვებულობ სემედუს მაგივრად კანსელუ რატო გინდათ, გასაგებია სემედუ ვერ ქაჩავს ამ ბოლო დროს საერთოდ მაგრამ თხა ვიყიდე თხა გავყიდე რატო?

  • M10 S9 D11
    schedule 06 სექ 2020, 18:31

    ციტატა: Griezzy7
    M10 S9 D11,
    ამ სემედუს ემერსონიც მირჩევნია ტიპი მცველი კიარა ვინგერი უნდა იყოს შეტევაში კაია დაცვაშ ნოლი. იმხელა სივრცე რჩება დაცვაში რო 10 იგუაინი დაეტევა იმენა 😐 😐 თქვენ მოგწონთ ფეხბურთელი რო კაცს ატყუებსდა დრიბლინგს აკეთებს და შოუს როდგავს გუნდზე მოთამაშე ფეხბურთელები არგევასებათ და რავიიაბაა…


    აი ემერსონი რო ახსენე მან დავამთავრე შენთან ლაპარაკი

  • M10 S9 D11
    schedule 06 სექ 2020, 18:13

    ტიაგო მოსაყვანია ულაპარაკოდ

    ციტატა: Griezzy7
    აუ ეხლა ორივე რო დაითრიონ 😂 50 მილიონად ორივეს იყიდიან (ტიაგო 30 ვეინალდუმი 20)
    დეპაი (25 მილიონი) სემედუ გავუცვალოთ კანსელოში და გარსიაში პლიუს 10 მილიონი დავუმატოთ და რაკაი ტრანსფერები გამოგვივა. 😍 👏
    85 მილიონად და ერთ ფეხბურთელად მოვიყვანთ 5 ფეხბურთელს (გარსია. კანსელო. ვეინალდუმი.ტიაგო.დეპაი)

    მარა ეს ხელმძღვანელობა ვერიშოვის ვერანაირად 85 მილიონს. 😐 😐 სამწუხაროდ არადა ძაან რეალურია


    კანსელო თუ სემედუზე უკეთესი გგონია საღოლ