“ბარსელონას” ხელმძღვანელობა მიზნად აქვს ნახევარდაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
ბოლო დროს ხშირად იწერება “ლივერპულის” ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერის შესახებ. “ბარსელონას” მეორე ვარიანტად კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა ჰყავს, რომელსაც მიუნხენში ზღაპრული სეზონი ჰქონდა და ტრიპლეტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
ტიაგოს კლუბში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპისთვის მთავარ ფავორიტად მაინც ნიდერლანდელი ითვლება, იტყობინება ესპანელი ჟურნალისტი ჩავი კამპოსი.
ვეინალდუმის ფასი დაახლოებით 20 მილიონ ევრომდეა, ტიაგოსთვის კი გერმანელები 30 მლნ. ევროს ითხოვენ.
თუ “ლივერპულის” ფეხბურთელი კატალონიაში გადაბარგდება, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მერსისაიდელები ტიაგოს შესაძენად საჭირო თანხას თავს მოუყრიან და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრს გადაიბირებენ.




25-ათ წავიდა, რაც იყო გამოსასყიდი.
ტიაგოს დაბრუნებას მივესალმები. ვაინალდუმს ბევრად ჯობს
კაი რააა თუ ჯერ ლივერში არ გადასულა უკვე და შანსი გვაქვს ჩვენი აღზრდილის დამატების რატო არ უნდა ვქნათ 🙁
ბაზარი არ არის ტიაგო მინდა მეც და ძალიან მაგარია დღემდე ვერ ვინელებ ამის 20 ლიმონად გაშვებას . ვეინალდუმიც არ არის ხელწამოსაკრავი ბიჭი ძალიან მშრომელი და ხლიერი ცენტრია ყველაფერი აქვს ტექნიკა, დრიბლინგი,პასი და კარშიც კარგად ურტყავს ასერომ ვეინალდუმაც არ იქნება ცუდი ვარიანტი
ტიაგოს თვითონ უნდა ლივერპული და შანსი არ გვაქვს სამწუხაროდ. თორე ბაიერნში დარჩებოდა რაღა ბარსელონაში გადმოვა
ტუ არის ვარიანტი რომ ტიაგო მოიყვანონ მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს რა ვეინალდუმი სად ბანაობენ ეს ჩემისები ტიაგო 100 ტავით ჯობია
ბარსელონას ფულით ლივერპულმა უნდა იყიდოს ტიაგო რომელზეც ბარსელონა ფიქრობს მარა მეორე ვარიანტად ასეთი რამ მხოლოდ ბართომეუს შეუძლია
ტიაგოს ნაირი კრეატიული ნახევარმცველი დაგვხატავდა
ვეინალდუმი ტიაგოს შორის რო ვეინალდუმს აირჩევ კუთხურის დროშები უნდა გაგიკეთოს უკან კაცმა