ნამდვილად არ ვაპირებ მატჩის განხილვას და ანგარიშის შეხსენებას. ჭეშმარიტმა “ბარსელონას” გულშემატკივარმა იცის რა მოხდა და განიცადა იგივე, რაც მე. სწორედ ასეთ ხალხს ვულოცავ ამ კიდევ ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას. კატალონიურმა კლუბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ჩემგან კი, საჩუქრის სახით ეს 473 სურათი, რომელიც გადაღებულ იქნა ფინალის დაწყებამდე, ფინალის მიმდინარეობისას და ფინალის შემდეგ. არქივში ასევე შესულია გუშინდელი ფოტოებიც, როცა “ბარსამ” თასი “ნოუ–კამპზე” მიაბრძანა.
პ.ს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და ბედნიერ დასვენებას (ზაფხულს) გისურვებთ. სექტემბრამდე 🙂
