მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ლიონელ მესის მოსალოდნელ ტრანსფერს გამოეხმაურა.
“ეს უდიდესი დანაკარგი იქნება, ისევე როგორც, კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლა. წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ, ფეხბურთი ასეთია. თუ მესი წავა, ეს ლა ლიგის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ჩვენ სვლა წინ უნდა გავაგრძელოთ, ვარსკვლავებად სხვა მოთამაშეები იქცევიან.
“რეალმა” წინსვლა რონალდუს წასვლის შემდეგაც გააგრძელა, იგივე მოხდება მესის წასვლის შემთხვევაში “ბარსელონაშიც” და ლა ლიგაშიც.” – მოდრიჩის სიტყვებს Goal ციტირებს.
მეც მგონია რო უკეთესი იქნება წავიდეს გუნდისთვისაც და მესისთვის, ახალი სისხლი ახალი გუნდია საჭირო ისევ ტიტულებისთვის საბრძოლველად ,შეიძლება წელს და მომავალ წელს ვერაფერი ქნან მარა ბარსა მაინც დაიბრუნებს თავის დიდებას .