“ჩემპიონთა ლიგის” 2010/11 წლების ფინალის ერთ–ერთი მოულოდნელი რამ კარლეს პუიოლის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვება გახლდათ. მოგეხსენებათ გუნდის კაპიტანს რამდენიმე თვე ტრავმის გამო გაუცდა და სათამაშო დროც მხოლოდ “მადრიდის” დასამარცხებლად თუ ეძლეოდა. კატალონიური გამოცემა “სპორტის” ცნობით კი კარლესს ხუთშაბათს, 2 ივნისს, ოპერაციას გაუკეთებენ…
ოპერაციას ექიმი რამონ ქუტაგი, ბარელონაში მდებარე “დექსუს კლინიკში” ჩაატარებს. კარლესის მოედანზე დაბრუნება ოპერაციიდან 6 კვირაში იგეგმება. სავარაუდოდ იგი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის პერიოდში უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
