მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი იწერება “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის კლუბიდან წასვლაზე, თუ მართლაც ეს ასე მოხდა საინტერესოა, როგორ ათამაშებს რონალდ კუმანი გუნდს.
ამ შემთხვევაში იმის ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ კატალონიური კლუბი სუპერვარსკვლავების მოყვანას შეეცდება. პირიქით, კლუბი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს და ამ სეზონში დიდი პრეტენზიებიც არ იქნება რონალდ კუმანთან დაკავშირებით.
მეკარე
ამ პოზიციაზე ალბათ სიურპრიზები არ იქნება და გუნდის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი, პირველის მსგავსად, კლუბის დატოვებას არ მოისურვებს.
დაცვა
მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში ძალიან დიდი პრობლემებია, კლუბი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ერიკ გარსიას მოყვანით ყველაფერი მოგვარდება. ბოლო დროსს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განაპირა მცველებს, ხორდი ალბასა და ნელსონ სემედუს არაფერი ემუქრებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, განსაკუთრებულს არც ამ პოზიციაზე ველით. ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ პიკე გარსიამ შეცვალოს და, ალბათ, არაუხოსაც მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.
დე იონგი და ბუსკეტსი
ამ ცვლილებაზე უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა, რონალდ კუმანი აპირებს ფრენკი დე იონგი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დააყენოს, სერხიო ბუსკეტსი კი – სკამზე გადასვას.
კოუტინიო და გრიზმანი
“ბლაუგრანას” ახალმა დამრიგებელმა უკვე გარკვევით თქვა, რომ როდესაც ფეხბურთელში ამხელა თანხა გაქვს გადახდილი, შესაბამის პოზიციაზე უნდა ათამაშო. დიდი ალბათობით ანტუან გრიზმანი ამ სეზონში ცენტრ-ფორვარდად მოგვევლინება, ხოლო ფილიპე კოუტინიო ათიანის პოზიციას დაიკავებს. მითუმეტეს თუ ლეო მესიმ კლუბი დატოვა, ბრაზილიელს ცენტრში სრული თავისუფლება ექნება.
პუჩი და ანსუ ფატი
დიდი შანსია იმისა, რომ ორივე ახალგაზრდას საკმაო შანსი მიეცეს, უფრო კი ანსუ ფატის, ვინაიდან, ამ ეტაპზე, “ბარსას” ძირითადი შემადგენლობისთვის მებრძოლი სხვა ფორვარდი ფიზიკურად არ ჰყავს. პუჩის როლი ჯერჯერობით გაურკვეველია, მოსალოდნელია, რომ კუმანი უფრო მეტად პიანიჩს ენდოს.
დემბელე
კლუბში უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამ სეზონში უსმან დემბელეს სრულ ნდობას უცხადებენ. ფრანგს ტრავმამ თუ ისევ პრობლემები არ შეუქმნა, მარჯვენა ვინგერად სწორედ მას ვიხილავთ.
ტრანსფერები
ჯერჯერობით ტრანსფერებზე “ბარსელონას” საქმე კარგად არ აქვს. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ნეიმარი პარიზში დარჩება, ეს მან თავად დაადასტურა. რაც შეეხება ლაუტარო მარტინესს, მისი ტრანსფერი კვლავ ბურუსითაა მოცული და რთული წარმოსადგენია, რომ ამ სეზონში “ბარსაში” აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ისევ მეორე ხარისხოვან ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.

რონალდ კუმანს 2 ვარიანტი აქვს: 4-3-3 ან 4-2-3-1. დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელს აირჩევს და ნახევარდაცვაში საყრდენებად დე იონგი და პიანიჩი დადგებიან, ხოლო ათიანის პოზიციაზე კოუტინიოს ვიხილავთ, შანსები პუჩისაც მიეცემა. რთული წარმოსადგენია, ნახევარდაცვაში რამე შეიცვალოს. თავდასხმის ხაზში, უდიდესი ალბათობით, გრიზმანსა და დემბელეს ვიხილავთ, თუ ტრანსფერი არ განხორციელდა მესამე ფორვარდად ანსუ ფატი ითამაშებს. სათადარიგოზე გუნდს ტრინკაო და პედრი ეყოლება. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ დაცვის ხაზია, კერძოდ კი განაპირა მცველები, აშკარაა, “ბლაუგრანამ” ამ პოზიციების გაძლიერებაზე აუცილებლად უნდა იფიქროს. “ბარსელონას” არც სათადარიგო სკამი ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო, ამ მხრივაც თუ არაფერი შეიცვალა, ამ სეზონში არაუხოს, დე ლა ფუენტესა და მსგავსი გვარების მოსმენა მოგვიწევს.




წელს ინტერთან გასვლა გახსოვს მეგობარო ? პირადად ფატიმ ჩატოვა ინტერი ჯგუფში და ვალვერდეს ახლაგაზრდა სასტავი რომ არ დაეყენებინა დარწმუნებული ვარ მაგ თამაშს მინიმუმ 2-0ს წააგებდნენ . ასე რო მეტი შანსი ახალგაზრდებს და არ შეიძლება ახალგაზრდების დაკნინება იმიტო რო ახალგაზრდებია და ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ.
უძლიერესი ახალგაზრდაა ფატი და მომავალში ბევრს ჩაისვამს ჯიბეში. მაგრამ ახალგაზრდები ლიგას ვერ იგებენ.. აიაქსის სეზონი გავიხსენოთ.ყველაფერი მაგარი მაგრამ ბოლოს გამოცდილების არქონამ მაინც დაღუპა.
ისეთი რეალობაა რომ ფეხბუეთელის გაყიდვით კლუბი ფულს ვერ აიღებს. გარსია და ვეინალდუმი ალბათ მაქსიმუმი იქნება ვისაც მოიყვანენ, ესეც საკითხავია რამდენად გამოუვათ. შემდეგ სეზონში ძალიან გაუჭირდება კუმანს…
ძირითადი მცველი ერიკ გარსია და ასნავნოის ვინგერი ანსუ ფატი:დდდ ვააი საცოდავო ბარსელონაა… და აქ სასტავი იმის გამართლებას ცდილობს რო მესის უფასოდ უნდა წასვლა:დდდ გუნდი ლორიას ვეღარ ყიდულობს