workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შანსი მონჩუს, ორიოლ ბუსკეტსსა და ხუან მირანდას

შანსი მონჩუს, ორიოლ ბუსკეტსსა და ხუან მირანდას

“ბარსელონას” აკადემიის იმედისმომცემ ფეხბურთელებს – მონჩუს, ორიოლ ბუსკეტსსა და ხუან მირანდას თავის გამოჩენის შანსი ექნებათ. Sport-ის ინფორმაციით, ისინი პრე-სეზონზე პირველ გუნდთან ერთად მოემზადებიან.

“ბარსელონა” ხვალ, 31 აგვისტოს, ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, პირველ ვარჯიშს გამართავს. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული მოთამაშეებიც.

ნიდერლანდელ სპეციალისტის განკარგულებაში პირველ ვარჯიშზე 18 ფეხბურთელი არ იქნება. 14 მოთამაშე ნაკრებებში გამოიძახეს, მირალემ პიანიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა, ლიონელ მესი ვარჯიშზე უარს ამბობს, მარკ-ანდრე ტერ შტგენი ტრავმირებულია, ფილიპე კოუტინიოს კი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი სეზონის გამო, შვებულება გაუხანგრძლივდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა პირველ გუნდთან ერთად, ასევე, ილაიშ მორიბა, ხორხე კუენკა, არნაუ ტენასი და სერხიო აკიემე ივარჯიშებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • GIo-GxP-FCB
    schedule 30 აგვ 2020, 22:55
    #3

    ვან დე ბეეკი მანჩესტერში გადავიდა 😂

  • Lasho
    schedule 30 აგვ 2020, 22:29
    #2

    Ronaldinho..,

    კი მარცხენა მცველია საკმაოდ კარგი.. დანი მორერია კიდე მარჯვენა მცველი ეგეც კარგი ბიჭია

  • Ronaldinho..
    schedule 30 აგვ 2020, 22:23
    #1

    ეს მორიბა ჩანს კაი ბიჭი, და ეს აკიემე მცველია ხო? თუ?როგორი ბიჭია ხოარიცით