როდესაც “ბარსელონამ” “ლა ლიგა” მოიგო დიდი ზეიმი გაიმართა შემდეგ “კამპ ნოუზე”, ახლაც არ იქნება გამონაკლისი, “ჩემპიონთა ლიგის” თასს კატალონიელები თავის ერთგულ გულშემატკივრებს წარუდგენენ და მათთან ერთად აღნიშნავენ, ამ მართლაც, რომ ბრწყინვალე გამარჯვებას. მსვლელობა “ბარსელონას” ქუჩებში დაგეგმილი არის დღეს, ამიტომაც გთავაზობთ მის მოკლე წინასწარ მიმოხილვას.
17:30 – გუნდი დაიწყებს მომზადებას მსვლელობისათვის, ფეხბურთელები დაიკავებენ ადგილს საჩემპიონო ავტობუსში
18:30 – ამ დროიდან “კამპ ნოუს” კარი გაიღება, გულშემატკივრებს შეეძლებათ ადრე შესვლა და ადგილების დაკავება
– “კამპ ნოუზე” ჩაირთვება მუსიკალური ფონი, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გასტანს, მანამ სანამ ფეხბურთელები არ ესტუმრებიან სტადიონს
20:45 – ფეხბურთელები მიუახლოვდებიან სტადიონს
21:00 – ფეხბურთელები უკვე სტადიონზე იქნებიან, დაგემილი ზეიმი დაიწყება
22:00 – კულმინაცია, საჩემპიონო ფეერვერკი
ეს კი რუკა, რომელზეც შეგიძლიათ დაინახოთ საჩემპიონო მსვლელობის მარშუტი: ნახეთ
* დრო მითითებული არის ევროპული საზომით, თუ გსურთ გაიგოთ თბილისური დროით, ევროპულ დროს დაუმატეთ +2 საათი.
