workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ფარე: ბართომეუ უნდა გადადგეს!

ჟორდი ფარე: ბართომეუ უნდა გადადგეს!

“ბარსელონას” წევრი და 2015 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟორდი ფარე, ბართომეუს გადადგომას ითხოვს. ფარე კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მცირე ხნის წინ ხმაურიანი განცხადებითაც გამოირჩა და აღნიშნა, რომ “ბარსას” კლოპი სჭირდება და მასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ფარესთვის განსაკუთრებით მძიმეა კლუბის ასეთ დღეში ხილვა, რადგან ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ბართომეუმ არჩევნებში დაამარცხა.

“ის ჯერ კიდევ “ნეიმარის საქმის” შემდეგ უნდა გადამდგარიყო, მაგრამ პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს”

“ზუსტად ვიცით, რომ მესის წასვლა არ სურს, მაგრამ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში იძულებულია, რომ წავიდეს, ის ბარსელონაში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში, მაგრამ ამ პირობებში მუშაობა არ სურს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, მათთან მუშაობა არავის სურს.”

“ჩვენ მესის დასარჩენი პირობები უნდა შევუქმნათ, ამისათვის პირველი ნაბიჯი ბართომეუს გადადგომა იქნება.”

“როდესაც მესი გუნდიდან წავა, “კამპ ნოუზე” მისი დიდი ქანდაკება უნდა დაიდგას.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Lasha71
    schedule 27 აგვ 2020, 22:16

    სასწრაფოდგადადგეს ეგ მძორი

  • MARADONA1968
    schedule 27 აგვ 2020, 12:22

    კიდო აჩკარიკა???

  • njanka1977
    schedule 27 აგვ 2020, 12:12

    100%იანია

  • kortoxa23
    schedule 27 აგვ 2020, 12:00

    იმედია ბართუშა გაასხავს და ლეო დარჩება.მესსის მართლა არ უნდა ლანძღავდეთ ვინ არ წასულა კლუბიდან დააფასედ ლეგენდა და მისი გადაწყვეტილება და აქ არაფელ შუაშია ფანებს ცუდათ ექცევაო. რაც გვაჩუქა და შექმნა ჩვენთვის ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადოთ. იმედია ყველაფერი მოგვარდება ხო ხედავთ რო ბარსა დაღმასვლისკენ მიექანება ბორდი გამოსაცვლელია

  • vereli
    schedule 27 აგვ 2020, 12:00

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    ბართომეუ არ წავა ჯერ და არ წავა კი არა, ყველანაირად შეეცდება, რომ მესი გაყიდოს და უფასოდ წასვლის საშუალება არ მისცეს. როდესაც ბორდი დატოვებს ბარსას ხელმძღვანელობას, ყველანაირი დავალიანება, რაც გუნდში დარჩება, მოუწევთ, რომ საკუთარი ჯიბიდან, საკუთარი ფულით დაფარონ. რას ნიშნავს მესის გაყიდვა? 220 მილიონს, რომლითაც ისინი საკუთარ ჯიბეს გადაარჩენენ. ეს მათ, ვინც მესის ადანაშაულებს იმაში, რომ უფასოდ ითხოვს წასვლას

    P.S. კუმანისა და მესის შეხვედრა მაქსიმალურად დაფარული იყო მედიისგან. შეხვედრის შემდეგ კუმანმა შეხვედრის დეტალები ბართომეუს მიაწოდა. საიდან გაიგო მედიამ ამ დეტალების შესახებ? იმის შესახებ, რომ მესი წასვლისკენ უფრო იხრებოდა ვიდრე დარჩენისკენ? ბართომეუსგან ხო არა? რატომ? ამაზე პასუხი ზემოთ უკვე გავეცი

    100%100%100%

  • Cule Is Always Elegant
    schedule 27 აგვ 2020, 11:18

  • ფარნა
    schedule 27 აგვ 2020, 11:02

    ეს კლოპის მოყვანას აპირებს? ოჰ ძალიან დიდი ამბიციები ჰქონია ლივერპულთან საკმაოდ ხანგძლივი კონტრაქტი აქვს გერმანელს მეორეც ის რომ ლივერპული არ შეელევა ასე მარტივად თავად გერმანელიც აცხადებს რომ ლივერპულის შემდეგ საკლუბოდ აღარ იქნება ის გერმანიის ნაკრების მწვრთნელობას აპირებს თუმცა ვნახოთ რა მოხდება ერთი ეგ ვიიც რომ ამის მოსვლის შანსები არარეალურია მარსზე გაფრენაა უფრო რეალური ვიდრე კლოპის ნახვა კამპ ნოუზე

  • sandro89
    schedule 27 აგვ 2020, 11:01

    და მაგრად გაილახოს