გუნდში მირალემ პიანიჩის მოსვლა სერხიო ბუსკეტსისთვის სათამაშო დროის შემცირებისა და სათადარიგოთა სკამზე გადასვლის მანიშნებელია.
ესპანელი ნახევარმცველი უკვე 32 წლისაა და კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული.
Sport იუწყება, რომ ბუსკეტსი არჩევანის წინაშე დგას, იგი გუნდში მის შემცირებულ როლს უნდა დათანხმდეს ან “ბლაუგრანა“ დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ ის წასვლას გადაწყვეტს “ბარსა“ განსაკუთრებულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მოუწყობს, იმ ფენომენალური კარიერის პატივსაცემად, რომელიც სერხიომ კატალონიურ გრანდში გაატარა.




იმედია ზამენობას დათანხმდება
სიკლასნის განსახიერება🥰🥰😍😍
მოიცა სერხი ერთ ერთი საყვარელი ფეხბურთელია ჩემი მაგრამ სუარეზე ერთხელაც არ დაიწერა რო თუ დატოვებს კლუბს განსაკუთრებულ გაცილებას მოუწყობენ. არ ეკუთვნის ჩვენ პისტოლეროს ჩვენ ბომბარდირს გრანდიოზული გაცილება? იმედი მაქვს დარჩება 1 წელიც მაგრამ თუ გაუშვეს არავისზე ნაკლები გაცილება ეკუთვნის ლუისიტოს