Mundo Deportuvo-ს შაბათის ჟურნალის პირველ გვერდზე, ლიონელ მესის შესახებ ვკითხულობთ.
კატალონიური გრანდისთვის ის ფასდაუდებელია და არ გაიყიდება.
ჟოზეპ მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ სწორედ არგენტინელია კლუბის წარმატების პროექტში მთავარი მონაწილე.
ლეოს კონტრაქტს ვადა მომავალ წელს გასდის და მისი გამოსასყიდი თანხა კი 700 მილიონი ევროა.
გარდა ამისა, კატალონიური გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფიასკოს შემდეგ მესი ისევ სევდიანი და გაბრაზებულია. ეს ეტაპი კი მის კარიერაში ყველაზე ცუდ პერიოდად მიიჩნევა.


არსად არ წავა მესი,ბარსაზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვის
მარჯვენა მცველი და ცენტრალური მცველებია მოსაყვანი რომლებიც ძირითადში დაიმკვიდრებენ ადგილს და არა სათადარიგო სკამზე. ნახ დაცვაში ვანდებეეკი კარგი ვარიანტია ასევე კოუტინიის დარჩენაც. თავდასხმაში არ გვაწყენდა ტიპიური ფლანგელი, დემბელეს იმედზე ვერ იქნები სულ ტრანვა აქ და არცაა მარცხენა ფლანგელი, 9-ანად სუარესი და გრიზმანი უნდა იყვნენ. გული დამწყდა სანეზე მაგრად დაგვხატავდა
700 მილიონიო და რომელი ნორმალური გადაიხდის
ლეო უდიდესი ფეხბურთელია და მალე ბარსელონა დაბრუნდება მწვერვალზე ლეოსთან ერთად