“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ფერნანდესმა, პარიზელთა ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ნეიმარზე ისაუბრა.
“ნეიმარი “ოქროს ბურთის” დონეზე იმყოფება. მე ყოველთვის მიყვარდა ბრაზილიელი, მაშინაც კი, როდესაც ის “ბარსელონაში” მესისთან და სუარესთან ერთად თამაშობდა. მქონდა შესაძლებლობა მისი კოორდინაცია და ტექნიკური თვისებები შემეფასებინა.
ჩემს დროს “პარი სენ-ჟერმენში” რონალდინიო თამაშობდა, პირველ წელს, ის ვარჯიშებზე და მატჩებში განსაკუთრებული იყო, მომდევნო წელს კი თითქოს მას რაღაც სხვა აინტერესებდა. ზოგჯერ გვსურს მსგავსი ფეხბურთელების კოპირება მოვახდინოთ, თუმცა ეს შეუძლებელია.
რასაც ნეიმარი ტექნიკური თვალსაზრისით აკეთებს, განსაკუთრებულია. ჩვენ უკვე ვნახეთ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, ბრაზილიელი კი სწორედ მათი კალიბრის მოთამაშეა.” – ფერნანდესის სიტყვებს Goal ციტირებს.
Da ronis ar qonda? Ronisac rogor unda sheadaro es?!
მიედ-მოედება ესეც რა. რონალდუს ნამდვილად ჯობია ტექნიკით, მაგრამ ლეოს რა ვიცი როდისღა უნდა მიუახლოვდეს, სადაცაა პენსია მოუწევს. მაგის ასაკში ლეოს 4 ოქროს ბურთი ქონდა უკვე.