workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუსტად 22 წლის წინ, “ბარსელონაში” ჩავის დებიუტი შედგა

ზუსტად 22 წლის წინ, “ბარსელონაში” ჩავის დებიუტი შედგა

1998 წლის 18 აგვისტოს, “ბარსელონა” ესპანეთის სუპერ თასზე “მალიორკას” დაუპირისპირდა, შეხვედრა კატალონიელებმა (1-2) დათმეს. 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგა, 18 წლის ესპანელმა თავი დებიუტშივე გოლით გამოიჩინა. 

“ბარსელონა” განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა (0-1) და სუპერ თასი “მალიორკას” გადაეცა. 

რაც შეეხება ჩავის, ის მომდევნო წლებში კლუბის უცვლელი ფიგურა და ნამდვილი ლეგენდა გახდა. 

ესპანელმა ნახევარმცველმა “ბარსელონა” 17 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2015 წელს დატოვა, მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 767-ჯერ მოირგო, კლუბთან ერთად კი 25 ტიტული მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • GIo-GxP-FCB
    schedule 18 აგვ 2020, 12:54

    ლაპორტა თუ მოვა რატომღაც მგონია რო გვარდიოლას მოიყვანს და ხავი დარჩება თავის დუშანბეში

  • Pique_3
    schedule 18 აგვ 2020, 12:47

    იმედია მწვრთნელიც ისეთივე იქნება როგორიც ფეხბურთელი იყო😊❤