8-2 განადგურება ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელსაც საბოლოოდ შეუძლია კლუბი გამოაფხიზლოს.
გარდა ხელმძღვანელობისა და მწვრთნელისა, შემსადგენლობაშიც არიან მოთამაშეები, რომლებმაც გუშინ ყოველმხრივ საშინელი თამაში აჩვენეს და გულშემტკივარს მათი წასვლის სურვილი გაუჩინეს.
კლემან ლანგლე
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ მცველს ამ სეზონშიც ჰქონდა წარმატებული თამაშები და ეფექტური მომენტები, გუშინდელი შეხვედრა მისთვის სრული კოშმარი იყო.
“ბაიერნის“ თავდამსხმელებისათვის მისი სახით არანაირი ბარიერი არ არსებობდა და დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას და მისთვის გვერდის ავლას უმარტივესად ახერხებდნენ.
ნელსონ სემედუ
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი პირველ ნახევარში ნორმალურად გამოიყურებოდა და გუნდს შეტევის გარკვეულ ფაზებში ეხმარებოდა, თუმცა დაცვის კუთხით მისი თამაში უბრალოდ სასაცილო იყო.
მეორე ნახევარში შეიძლება ითქვას, რომ მინდვრიდან გააქრეს. შეტევების უმეტესობა სწორედ მისი ფლანგიდან იწყებოდა და მიუნხენელებიც გამწვავებას მარტივად ახერხებდნენ.
არტურო ვიდალი
როდესაც თამაშის წინ საკმაოდ ხმამაღალ ფრაზას ამბობ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდობასთან დაკავშირებით, იმის შესაძლებლობაც უნდა გქონდეს, რომ ღირსეულად წარმოაჩინო თავი საფეხბურთო მოედანზე.
ვიდალის სახით კატალონიელებს ნახევარდაცვის რგოლში ძალიან დიდი ნაპრალი ჰქონდათ და ალკანტარასა და გორეცკას არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ. შეხვედრის მიწურულს ჩილელს ნერვებმაც უმტყუნა და გაძევებას მცირედით გადაურჩა.
ჟორდი ალბა
“ბარსელონას“ ფანებისთვის გუშინდელი თამაში კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ალბა სათანადო დონეზე მცველობას ვეღარ ახერხებს.
შეტევაში აქტიურობის მიუხედავად, გნაბრიც და კომანიც მისი ფლანგის აკლებას და იქიდან საჯარიმოში შეღწევას ძალზე მარტივად ახერხებდნენ.
სერხიო ბუსკეტსი
მიუხედავას ქომაგებისგან მისდამი უდიდესი პატივისცემისა, ჯობია, სერხიომ კატალონიური კარიერის დასრულებაზე იფიქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ სეზონში ის სათადარიგოთა სკამზე გამწესების რეალური კანდიდატი იქნება. დიდი ალბათობით მირალემ პიანიჩი მის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება.




სუარესი,რობერტო და რაკიტიჩი მიაწერე მაგ სის….სუარესს რო განოეყენებინა ის მომენტები,როცა 1-1 იყო,კაცმა არიცის რამოხდებოდა…კარგი ფეხბურთელია გასაგებია იტანდა გოლებს,მაგრამ აღარაა იმ საკში და იმ ფორმაში…მორჩა,ბუსკეცი მაინცდამაინც სტადიონზე უნდა მოკვდეს? გადაბერდა სასტავი,და პატრა ბიჭებმა ნახეთ რაც უქნეს…ეს წაგება მტკივნეული იყო,მაგრამ იმედია როგორც რომა და ლივერპული ჩაყლაპეს ისე არმოხდება….
azulgerana,
ზოგმა ეს შეიძლება ცუდად აღიქვას მაგრამ სურესი ბარსას ცხრინობას არ იმსახურებ ძან მიყვარს ეს ფეხბურთელი ვაფასებ მაგრამ ეს ესეა