”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ”მანჩესტერ იუნაიტედით”, რომელსაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდება.
”ჩვენთვის ეს მესამე ფინალი იქნება ბოლო 6 წლის განმავლობაში. ეს ისტორიული მიღწევაა. მსოფლიოში 10-15 გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ამიტომაც ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა. გვსურს ვიყოთ 70-იანები წლების ”აიაქსის” და ”ბავარიას”, 90-იანების ”მილანის”, 80-იანის დასაწყისის ”ლივერპულის” მაგალითი, ესენი იყვნენ გუნდები, რომლებიც დინასტიაზე აშენდნენ. შაბათს ვითამაშებთ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. ”მანჩესტერის” ბევრ ფეხბურთელს შეუძლია ”ბარსელონაში” თამაში. მაგალითად რუნის, ჩიჩარიტოს, ევრას, ფერდინანდს. მათ შესწევთ იმის ძალა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში ითამაშონ. თუკი შენ კარგი ხარ ”მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, მაშინ კარგი ხარ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდისთვის. ”მანჩესტერი” მხოლოდ ინდივიდუალისტების გუნდი არ არის. ეს შესანიშნავი გუნდია, რომელსაც სხვადასხვა ტაქტიკების გამოყენება შეუძლია. ისინი ძლიერები არიან დაცვაში, ნახევარდაცვაში და შეტევაში. ისინი ერთმანეთისთვის მუშაობენ. შესაძლოა ეს განწყობა გუნდში ფერგიუსონმა შექმნა” – ჩავის სიტყვებს ”The Telegraph” ციტირებს.
