workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” VS “ბარსა” ტაქტიკური ანალიზი

“ბაიერნი” VS “ბარსა” ტაქტიკური ანალიზი

მეოთხედფინალების ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება. “ბარსამ” და “ბაიერნმა” მერვედფინალები მარტივად დაძლიეს, თუმცა ფავორიტად მაინც გერმანელებს თვლიან. “ბარსას” სეზონის განმავლობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა, ბოლო პერიოდში სიტუაცია ოდნავ დალაგდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ გულშემატკივარი იმედიანად განეწყოს.

Marca გუნდების ტაქტიკურ ანალიზს გვთავაზობს, როგორც მოედნის ცენტრის, ისე დაცვითი ზონის. ტაქტიკური თვალსაზრისით სწორედ ეს ზონებია ყველაზე საინტერესო.

რა საერთო თავისებურებები აქვთ გუნდებს?

თუ სათამაშო ზონებს ჰორიზონტალური ხაზებით დავყოფთ, იდენტურ სურათს მივიღებთ, მაგრამ რეალურად, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” აბსოლუტურად განსხვავებული გეგმა აქვთ მომზადებული.

ბურთის კონტროლი – გუნდები შემადგენლობებს დააკომპლექტებენ ისე, რომ წუნი მაქსიმალურად ნაკლები იყოს. არჩევანი შეჩერდება ფეხბურთლებზე, რომლებიც, რისკს და სახიფათო გადაცემას, უბრალო და ზუსტ პასს არჩევენ. სასწორზე ყველაფერი დევს, გამარჯვებულს მხოლოდ ერთი თამაში გამოავლენს, ამიტომ გუნდები მაქსიმალური სიფრთხილით ითამაშებენ.

დომინაცია – ორივე გუნდი ეცდება ბურთი მეტოქის დაცვის ზონასთან აკონტროლოს, რაც შეიძლება ახლოს მეტოქის კართან. “ბარსას” ამისთვის ლიონელ მესი ჰყავს, რომელიც მცველებზე ზეწოლის გარანტიაა, ხოლო “ბაიერნს” რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს, რომელიც ზურგით კარისკენ, ნებისმიერი სირთულის ბურთს იმორჩილებს და შეტევებს ანაწილებს.

მაღალი პრესინგი – რადგან განზრახვა, მაქსიმალურად მაღალ ზონაში ბურთის კონტროლია, ეს ავტომატურად ნიშნავს დაცვით ფაზაში მაღალ პრესინგს. კონტრშეტევებზე ორივე გუნდი სახიფათოა, თუმცა, სისწრაფეებს თუ გავითვალისწინებთ, “ბაიერნის” შეჩერება უფრო რთული იქნება.

ბურთის დაბრუნება – როგორც “ბაიერნს”, ისე “ბარსელონას” ბურთის ართმევის თავისებური ხერხი აქვთ. ეს, ალბათ, გვარდიოლას გავლენაა, ის რაც პეპმა ორივე გუნდში დანერგა, გარკვეულ მომენტებში დღემდე თავს იჩენს. ეს გუნდები არ ცდილობენ მეტოქის შეტევის ჩაჭრას, გუნდები ცდილობენ ბურთის დაბრუნებას, ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ თუ სხვა საფეხბურთო კულტურაში, მეტოქის პასის ჩაჭრა და ბურთის აუტზე გადასვლა წარმატებად ითვლება, ეს გუნდები ამას წარუმატებლობად თვლიან, რადგან მათი პირველი განზრახვა ბურთზე კონტროლის დაბრუნებაა.

როგორ გადადის “ბაიერნი” შეტევაზე

“ბაიერნი” უკვე ადაპტირებულია იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა სხვადასხვა პოზიციებზე გადაინაცვლონ, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. ისინი პოზიციებს ცვლიან, ზონა კი დაცული რჩება, მეტოქისთვის საქმე რთულდება, “ბაიერნი” კი ამით არაფერს კარგავს. შედარებისთვის, თუ “ბარსას” ნახევარდაცვის ცენტრში ფეხბურთელები პოზიციებს გაცვლიან, სრულ ქაოსს მივიღებთ.

“ბაიერნი” შეტევის დროს, 2-4-3-1 სისტემით უტევს, მაქსიმალურად დაცულია ცენტრალური ზონა, გარდა ორი ცენტრალური მცველისა, საყრდენ ზონაში აუცილებლად უნდა იყოს ორი ფეხბურთელი, მათი ვინაობა კონკრეტულ მომენტებში, შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ ზონა დაუცველი არასდროს რჩება.

მეტოქის კარზე იერიში კი ექვს ფეხბურთელს მიაქვს: ფლანგის მცველებს, რომლებიც სისწრაფესთან ერთად, საკმაოდ ტექნიკურები არიან, მათთან ერთად უტევს სამი შემტევი ნახევარცმველი, რომელთაც თამამად შეუძლიათ, რომ ფლანგი მცველებს დაუთმონ და ცენტრში შეიწიონ, მთავარი დამრტყმელი ძალა კი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც დამაგვირგვინებელ ფაზასთან ერთად, შეტევის განაწილებასაც იდეალურად ართმევს თავს.

სივრცე ზონებს შორის

“ბაიერნი” არის გუნდი, რომელიც ზონებს შორის სივრცეს იდეალურად იყენებს, ამისათვის კი მათი სამი შემტევი ნახევარცმველი თამაშობს გადამწყვეტ როლს. მაგალითად, თუ მეტოქე 4-4-2 სქემას იყენებს, “ბაიერნის” შემტევი ნახევარცმველები, დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზს შორის იხსნებიან, ნახევარმცველებს ზურგს უკან, ეს მეტოქეს აიძულებს, რომ ან ნახევარდცვის ხაზი ჩაწიოს მაქსიმალურად უკან და ასეთ შემთხვევაში “ბაიერნი” დასახულ მიზანს აღწევს. ან მეტოქე იძულებულია დაცვის ხაზი ამოწიოს რაც შეიძლება მაღლა, ეს კი ისეთ გუნდთან, რომელსაც სწრაფი ფლაგელები ჰყავს, უბრალოდ დამღუპველია.

მაგალითად, ლემპარდმა გადაწყვიტა ფლიკის კარნახს არ აჰყოლოდა და ორ ხაზს შორის ინტერვალი არ დაარღვია, სამაგიეროდ მეტოქის ნახევარცმველები თავისუფალ სივრცეში დატოვა, თუმცა, სურათს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ “ჩელსის” ნახევარდაცვის ხაზი, მაინც დარღვეულია.

ამან რა შედეგი მოიტანა, ყველამ კარგად ვიცით.

როცა სქემა ირღვევა

არ არსებობს თამაში, სადაც სათამაშო სქემა მთელი შეხვედრის განმავლობაში შენარჩუნებულია. სქემა ირღვევა, ხან კონცენტრაციის ნაკლებობის გამო, ხან მეტოქისგან შემოთავაზებული სურპრიზის გამო, ხან იმ ინდივიდუალური დაპირისპირებების გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ ხშირია.

აქ საქმეში ერთვება დრო და სივრცე. დაახლოებით იმავე დონეზე, რა დონეზეც “ლივერპულში” აქვს ეს ყველაფერი იურგენ კლოპს ორგანიზებული. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მოედანზე, მცველებს, ნახევარმცველებს, უბრალოდ შეუძლიათ ბურთი თავისუფალ სივრცეში გადააგდონ, მათ თავის აწევის გარეშეც იციან, რომ იქ, მო სალაჰი გარბის, ასე იყენებს “ლივერპული” მის სისწრაფეს და უმკლავდება ქაოსს, ასე იყენებს “ბაიერნი” გნაბრის და რიგ შემთხვევებში არც ლევანდოვსკიზე ერიდებიან ასეთ პასებს, რადგან პოლონელს, მიუხედავად ასაკისა, სისწრაფე ჯერ არ დაუკარგავს.

“ბარსელონას” დაცვა

კიკე სეტიენი 4-4-2 სქემას იყენებს, მაგრამ ბოლო შეხვედრებში 4-3-1-2-ით დაიწყო თამაში, ამ სქემაში ხან გრიზმანი დგას ათიანზე, ხან მესი. მეტოქიდან და გრიზმანის უსახური თამაშიდან გამომდინარე, Marca-ს ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სეტიენი 4-4-2-ს დაუბრუნდება.

როგორ თამაშობს “ბაიერნი” ასეთი ტაქტიკის წინააღმდეგ, ზემოთ განვიხილეთ. მაგალითისთვის, სურათზე ჩანს, როგორ იცავს თავს “ბარსელონა” “რეალთან”, კარგად არის წარმოჩენილი 4-4-2 სქემა, მაგრამ “ბაიერნისგან” განსხვავებით, “რეალი” თავისუფალ სივრცეს არ ითვისებს და ფლანგებიდან ცდილობს შეტევას.

ასეა თუ ისე, სერხიო ბუსკეტსზე უამრავი რამ იქნება დამოკიდებული. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და იქნება მომენტები, სადაც არათუ აზროვნებით, არამედ ალღოთიც მოუწევს ბევრი რამის გადაწყვეტა.

სივრცე ზონებს შორის

სურათზე ჩანს, რომ “ბარსას” მცველები შედარებით მაღლა არიან ამოწეულნი, რამდენად გარისკავენ ამას “ბაიერნთან” რთული სათქმელია, როცა გუნდში ჟორდი ალბა გყავს, შეიძლება გარისკო კიდეც, ალბას სისწრაფეში დაჩაგვრა ვერ არის მარტივი საქმე, მეორე ფლანგზე კი გააჩნია ვის ვიხილავთ, ბურთის შესანარჩუნებლად სერჟი რობერტო უკეთესია, თუმცა სემედუმ “ნაპოლისთან” მშვენივრად ითამაშა და საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელია იმისათვის, რომ დევისის ჩართვებს გაუმკლავდეს.

ანალოგიური ვითარებაა, რაც პირველ სურათზე, “რეალის” შემტევი ნახევარმცველები სივრცეს არ იყენებენ, “ბიერნის” მთავარი ზეწოლა კი ზუსტად ამ ზონაში განხორციელდება, “ბარსას” დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის.

ადაპტაციის პრობლემა

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს პერიოდის “ბარსელონაში”, არათუ სქემა, არამედ სრულიად ტაქტიკა იცვლება, ფეხბურთელებს უჭირთ ადაპტირება, “რეალთან” საშინლად ჩატარებულ შეხვედრაში ეს კარგად გამოჩნდა. მაგალითი მოგვყავს “რეალთან” ჩატარებული შეხვედრიდან, რადგან ამაზე ძლიერ გუნდთან, “ბარსას” ამ სეზონში არ უთამაშია, “ბაიერნი” კი ამ კონკრეტულ სეზონში, მადრიდელებზე ბევრად ძლიერია.

სურათზე ჩანს, რომ იმაზე დიდი სიმჭიდროვეა კონკრეტულ პოზიციებს შორის, ვიდრე საჭიროა და ასე იყო მთელი თამაშის განმავლობაში, შესაბამისად, ბურთის სწრაფი გათამაშების შემთხვევაში, როცა გუნდს სწრაფად გადაწყობა მოუწევს ფლანგიდან ფლანგზე, “ბარსა” უბრალოდ განწირული იქნება, იმ შემთხვევაში თუ კიკე სეტიენმა ეს პრობლემა არ მოაგვარა.

როგორც სურათზე ხედავთ, დაცვითი ფუნქციის შემსრულებელი ფეხბურთელები, ძალიან მოკლე მონაკვეთში იყრიან თავს, მაშინ როცა ბურთი უკვე ცენტრშია და რამდენიმე წამში საპირისპირო ფლანგზე იქნება.

დასკვნა

სეტიენს მოუწევს მძიმე არჩევანის გაკეთება, დაცვის ხაზთან დაკავშირებით, “ბაიერნთან” დამღუპველია საჯარიმოსთან ახლოს განლაგებული დაცვით თამაში, ანუ ისეთი ტაქტიკით, როგორითაც ვალვერდე თამაშობდა, ცენტრამდე ამოწეული დაცვის ხაზი თავისთავად რისკია, მაგრამ რომელიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ამ შემთხვევაში, რისკის მიუხედავად, საუკეთესო გამოსავალი მაღალი პრესინგი იქნება, მაგრამ კიკე არ ჰგავს იმ კაცს, რომელიც რისკზე მიდის. 

როგორც სურათზეა ნაჩვენები, თამაშის მთავარი ბრძოლა, მეორე ზონაში, ანუ, მოედნის ცენტრში გაიმართება.

წინ დიდებული შეხვედრა გველის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • ფეოლა
    schedule 14 აგვ 2020, 17:14

    ციტატა: FloweN
    ეს თუ უბრალოდ ნათარგმნი არაა –
    ფეოლა რომელიმე ქართული გუნდის მწვრთნელად! 😁

    რატო ქართულის? სეტიენს ვერ ვჯობივარ თუ რა..

    მესის დავსვამ ხინკლის დიეტაზე

  • BARCELONA FOREVER
    schedule 14 აგვ 2020, 17:05

    Barca1899,
    ჩავხდით თან როგორ

  • L.MESSI-10
    schedule 14 აგვ 2020, 16:29

    შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი, დე იონგი, მესი, სუარესი

  • FloweN
    schedule 14 აგვ 2020, 15:47

    ეს თუ უბრალოდ ნათარგმნი არაა –
    ფეოლა რომელიმე ქართული გუნდის მწვრთნელად! 😁

  • M10 S9 D11
    schedule 14 აგვ 2020, 15:15

    აუცილებლად 4-4-2 ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ ცენტრი უნდა მოვიგოთ

  • Barca1899
    schedule 14 აგვ 2020, 13:31

    მაინც მგონია რო ჩავხდით❤

    მაინც მგონია რო ჩავხდით❤

  • o.dembele11
    schedule 14 აგვ 2020, 13:30

    Სწორი ტაქტიკა აქ კიკეს რადგან ბაიერნის Ნახევარ დაცვა შეტევის დროს ოთხ ნახევარმცველზე გადადის და ჩვენ ნახევარ დაცვის და დაცვის ხარჯზე სივრცეები უნდა დავუკეტოთ კონტრა ზე მესი სუას ისეთ პასს გაუჩითავს რომ შეტევაზე წამოსული ბაიერნის დაცვაში სივრცე დარჩება სუარესი კი ეცდება ეს შანსი არგამაზოს, მეორე ტაიმში დემბელე შემოვა და დაღლილმცველებს გააწამებს,. Მოკლედ კიკეს ვეთანხმები ყველაფერში

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 13:24

    VISCA BARCA VISCA CATALUNYA