ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “კლუბი გულშემატკივრის გარეშე არაფერს წარმოადგენს”

სუბისარეტა: “კლუბი გულშემატკივრის გარეშე არაფერს წარმოადგენს”

 

კატალონიის “ბარსელონას” პროფესიული ფეხბურთის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ოთხშაბათს, ლონდონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” გულშემატკივართა მხარდაჭერა სჭირდება. ზუბიმ ასევე განაცხადა, რომ ახლანდელ “ბარსას” უფრო ნაკლები ტვირთი აწევს, ვიდრე 1992 წლის “ბარსას”…

 

ანდონი სუბისარეტა ხვდება, რომ ახლა გულშემატკივართათვის ძალიან რთულია “უემბლიზე” მოხვედრა. “მე ვიცი, რომ მოხვედრა არ არის მარტივი, მაგრამ მოდი ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ყველა გულშემატკივარი ფინალს დაესწრება. ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის და კლუბი მათ გარეშე არაფერს წარმოადგენს. მე მინდა, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა იცოდნენ, როგორ გვჭირდებიან ისინი და ვიმედოვნებ, რომ ისინი მოახერხებენ და სტადიონზე მოხვდებიან.”

 

ზუბიმ ასევე 1992 წლის ფინალი გაიხსენა: “1992 წელს, ჩვენ კლუბის პირველი ევროპული თასისათვის ვიბრძოდით და ეს ჩვენთვის დამატებითი ნერვიულობის საგანი გახლდათ. ამ გუნდს ნაკლები ისტორიული ტვირთი ადევს მრებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გამარჯვებისთვის ნაკლებად ისწრაფვიან. შენ უნდა ისიამოვნო თამაშის ყოველი დეტალით და ამჟამად, ჩვენ წინაშე დიდებული გუნდი დგას.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში