workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანის იმედისმომცემი სტატისტიკა მანუელ ნოიერის და “ბაიერნის” წინააღმდეგ

გრიზმანის იმედისმომცემი სტატისტიკა მანუელ ნოიერის და “ბაიერნის” წინააღმდეგ

14 აგვისტოს, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში “ბარსელონას” და “ბაიერნის” დაპირისპირება გაიმართება. კატალონიელთა მწვრთნელს შემადგენლობაში სხვადასხვა ვარიანტები აქვთ, Diario Sport-ის ინფორმაციით, სეტიენი 4-4-2 სქემას გამოიყენებს, რაც ანტუან გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს. 

გრიზმანს “ბაიერნის” წინააღმდეგ საკმაოდ კარგი მოგონებები აკავშირებს, 2015/2016 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ფრანგმა “ატლეტიკოსთან” ერთად გერმანელები ტურნირს მიღმა დატოვა, მეორე შეხვედრაში კი ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა (1-0 “ვისენტე კალდერონზე” და 1-2 “ალიანზ არენაზე)

გრიზმანს “რეკორდმაისტერის” ლეგენდარულ მეკარესთან, მანუელ ნოიერთანაც იდეალური სტატისტიკა აქვს, ანტუანმა მის კარში გოლის გატანა 5-ჯერ მოახერხა, დუბლი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში (საფრანგეთი 2-0 გერმანია), ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი (“ბაიერნი” 2-1 “ატლეტიკო) და 2018/2019 ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი (საფრანგეთი 2-1 გერმანია). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 12 აგვ 2020, 13:42

    მოგვიგია და ეგ არის. მთავარია ეხლა კიკემ სასტავშიც ჩასვას, ეგ სათადარიგოა ამ თამაშისთვის( ნახეთ სასტავი უფრო ზევით):https://barcamania.ge/news/61850-gegma-anti-baierni-kike-setienma-taqtika-sheimushava.html

    ციტატა: JUZI
    მიდი გრიზო,ერთხელ შენც ხომ უნდა გვანახო შენი კლასი, ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ხარ!


    ეეჰ, დიდი უსამართლობაა ამ ქვეყანაზე. გრიზმანი რო მსოფლიოს ჩემპიონია ლეო კი არა.

  • M10 S9 D11
    schedule 11 აგვ 2020, 20:50

    იმედია მაგრად ითამაშებს გრიზმო

  • BARCELONA FOREVER
    schedule 11 აგვ 2020, 20:28

    მიდი გრიზმო შენ იცი უნდა ათრიო მესი სუასთან ერთად ბავარია

  • ana anukii
    schedule 11 აგვ 2020, 20:18

    გრიზმანიი უზომოდ დიდი ძალაა უბრალოდ ბარსაში არავინ აფასებს…

  • Iniesta_8
    schedule 11 აგვ 2020, 19:23

    ნოიერი ამის ნაშაა

  • JUZI
    schedule 11 აგვ 2020, 18:40

    მიდი გრიზო,ერთხელ შენც ხომ უნდა გვანახო შენი კლასი, ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ხარ!

  • Clever liar
    schedule 11 აგვ 2020, 18:06

    ნაპოლისთან სწორად იდგა. არაუშავს თუ თავად ვერ შექმნის და შეაგდებს, მთავარია იმოძრაოს და შემტევებს გაუხსნას სივრცე..