"გეგმა ანტი-ბაიერნი" - კიკე სეტიენმა ტაქტიკა შეიმუშავა

  • 11-08-2020, 19:14
  • "გეგმა ანტი-ბაიერნი" - კიკე სეტიენმა ტაქტიკა შეიმუშავა

    მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონას" ლისაბონში გასამართ მეოთხედფინალში მიუხენის "ბაიერნის" ბარიერის დაძლევა მოუწევს, რათა ნახევარფინალში გასვლა მოახერხოს.

    "ბლაუგრანას" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი აცნობიერებს, რომ მომავალი მეტოქის სიძლიერეს მისი ფიზიკური მდგომარეობა და ინტენსივობა განაპირობებს.

    ამგვარად, Diario Sport-ის ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტმა მიუნხენელთა წინააღმდეგ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია.

    აღნიშნულ სქემაში ნახევარდაცვის ხაზს ფრენკი დე იონგი, სერჟიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი და სერჟი რობერტო გაამაგრებენ, ხოლო შეტევას ანტუან გრიზმანი მოაკლდება, რომელიც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

    კანტაბრიელის აზრით, 4-3-3 ტაქტიკას აზრი ეკარგება, თუ ბურთი წინ გამწესებულ ტრიოსთან არ მივიდა. ამ შემთხვევაში ხსენებული 3 შემტევი გუნდს წყდება, რაც, შესაბამისად, მათ არაპროდუქტიულობას გამოიწვევს.

    აგრეთვე, კიკე მიიჩნევს, რომ ლეო მესი თავდამსხმელის პოზიციაზე შესანიშნავად იასპარეზებს, მის გვერდით კი ლუის სუარესი იმოქმედებს, რაც საგოლე შანსების შესაქმნელად სრულიად საკმარისი იქნება.

    გარდა ამისა, სეტიენის მიერ მოფიქრებული ტაქტიკა, მატჩის მიმდინარეობისას ან მანამდე, შესაძლოა, 4-3-1-2 სისტემით შეიცვალოს - ეს ნიშნავს, რომ მოედნის ცენტრში განლაგებული 4 შუახაზელიდან, 3 უკან დაიწევს, ხოლო არტურო ვიდალი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლებს და ორი თავდამსხმელის უკან იმოქმედებს.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 20:17

    ბაიერნს არ უთხრათ ეს ამბავი

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 13:26

    "ბლაუგრანას" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი აცნობიერებს, რომ მომავალი მეტოქის სიძლიერეს მისი ფიზიკური მდგომარეობა და ინტენსივობა განაპირობებს.

    მადლობა ავტორს კარგად გამაცინა.

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: kortoxa23
    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ

    ზუსტად ეგაა ბურთის დათმობა, 4 ნახევარმცველით თამაში. ზოგადად კრუიფის აზრითაც და პრაქტიკაშიც 4-42 ით თამაშის დროს არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში სამკუთხედი არ იკვრება და ბურთს ვერ დაიჭერ. ლივერს ვ3თამაშეთ ამ ტაქტიკით პირველი და 3-0 მოვუგეთ ზატო ბურთის ფლობა წავაგეთ. ისე სეტიენმა ჩემი კომი ნახა? ზუსტად ეს სასტრვი დავწერე გუშინ

    რა თქმა უნდა ნახა, აბა თვითონ ხო ვერ მოიფიქრებდა. 😻

    ციტატა: InFiNiTe8
    კარგია. ზუსტად ამას ველოდი! წინა კომენტარშიც ეს ვთქვი. მთავარია ბურთი დავიჭიროთ და ნახევარდაცვამ ბურთი გაანაწილოს. მიმტანი გვჭირდება თავდასხმამდე, გამტანი კი გვყავს ისედაც.

    კაი ნათქვამია, "გამტანი" იმიტომ რომ "გამტანები" აღარ გვყავს.

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    12 აგვისტო 2020 07:22

    ციტატა: kortoxa23
    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ

    ზუსტად ეგაა ბურთის დათმობა, 4 ნახევარმცველით თამაში. ზოგადად კრუიფის აზრითაც და პრაქტიკაშიც 4-42 ით თამაშის დროს არც ნახევარდაცვაში და არც შეტევაში სამკუთხედი არ იკვრება და ბურთს ვერ დაიჭერ. ლივერს ვ3თამაშეთ ამ ტაქტიკით პირველი და 3-0 მოვუგეთ ზატო ბურთის ფლობა წავაგეთ. ისე სეტიენმა ჩემი კომი ნახა? ზუსტად ეს სასტრვი დავწერე გუშინ

    2
    გასულია
    Gaucho86 გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 22:18

    გუნდის ერთ-ერთი დიდი მინუსი (ჩემი აზრით) არის ის,რომ საჯარიმოს გარედან დამრტყმელი ნახევარმცცელი არ გვყავს,რაკეტას გარდა,რომელსაც ჩამშლელს ათამაშებენ.კარგია ტიკი-ტაკა და ბურთის კარში შეტანა პასებით,მაგრამ როცა მეტოქე შენზე კარგ ფიზიკურ კონდიციაშია და ზონებსაც ადვილად გიკეტავს,ძნელია პასებით საჯარიმოში შესვლა.შეიძლება ვაბანკზე წასვლასავით ჟღერდეს,მაგრამ 4-3-1-2 კარგი ვარიანტი იქნება,თუ თავდამსხმელების უკან რაკეტა ან პუჩი დადგებიან,ვინაიდან ორივეს შეუძლია გასროლა.სუას და მესისი კიდევ ამ გასროლებისთვის სივრცის გახსნა არ ეშლებათ

    6
    გასულია
    Gio Mzarelua წევრი [?]

    11 აგვისტო 2020 22:03

    ფატის შემოყვანა თუ აუცილებელი არ გახდა შეტევა ჩემი აზრით არ შეილება, ყველაზე ძლიერ მეტოქეს ყველაზე გამოუცდელი ფეხბურთელი(მაგრამ უნიჭიერესი)
    არ უნდა დაულირისპირო

    0
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    11 აგვისტო 2020 21:50

    არაა ცუდი გადაწყვეტილება. ბაიერნისთვის ბრთის დათმობა კარგად არ ასახება ბარსაზე. უძლიერეს ბაიერნთან ახევარ დაცვა არ უნდა დავთმოთ

    7
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 21:14

    ჯობია გრიზმანი სკამზე დასვას და მეორე ტაიმში ანგარიშიდან გამომდინარე შემოიყვანოს თუ ვიგებთ ჯეკა შეცვალოს მუშაა ძაან და პრესინგზე გამოგვადგება

    5
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 აგვისტო 2020 20:58

    იდეალური გადაწყვეტილებაა მეორე ტაიმში გრიზმანი და ფატი უნდა შემოიყვანოს ვიდალი იქნება ოდნავ აწეული წინ შეტევასაც მიეხმარება დააპრესინგებს წინ და დაცვასაც მიეხმარება სემედუს გნაბრის გაჩერება მარტო გაუჭირდება და რობერტო დააზღვევს დალშე დე იონგზე და ბუსკეცზე იქნება ბევრი დამოკიდებული საყრდენ ზონაში არ უნდა გაახარონ ბაიერნის ნახევარ მცველები

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 20:17

    კარგია. ზუსტად ამას ველოდი! წინა კომენტარშიც ეს ვთქვი. მთავარია ბურთი დავიჭიროთ და ნახევარდაცვამ ბურთი გაანაწილოს. მიმტანი გვჭირდება თავდასხმამდე, გამტანი კი გვყავს ისედაც.

    12
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 20:05

    კიკე და ტაქტიკა? ნუ მაცინებთ რა.

    7
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    11 აგვისტო 2020 19:31

    ციტატა: FloweN
    Tsitsi,
    თქვენზე არც მაქვს პრობლემა, პირიქით სასიამოვნოა, ესპანური გამოცემა რო წერს სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი...
    ზოგადად ხშირია გასახდელიდან გამოტანა რაღაცეების და მაგას ვგულიხსმობდი...

    ნოიერმა როცა ამოიღო ინანა, გაიზარდა იმის მერე და ჭკუა ისწავლა, მაგრამ აშკარად გუნდელებს ვერ ასწავლა ვერაფერი...

    არაფერია უჩვეულო, ასეთი მატჩების წინ, ყოველთვის იწერება მსგავსი სტატიები..რამდენჯერმე მახსოვს, ვალიკოს დროს ფოტოდანაც კი ამოიკითხეს ტაქტიკა

    2
    საიტზეა
    FloweN გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 19:30

    Tsitsi,
    თქვენზე არც მაქვს პრობლემა, პირიქით სასიამოვნოა, ესპანური გამოცემა რო წერს სწორედ მაგაზე მაქვს საუბარი...
    ზოგადად ხშირია გასახდელიდან გამოტანა რაღაცეების და მაგას ვგულიხსმობდი...

    ნოიერმა როცა ამოიღო ინანა, გაიზარდა იმის მერე და ჭკუა ისწავლა, მაგრამ აშკარად გუნდელებს ვერ ასწავლა ვერაფერი...

    1
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    11 აგვისტო 2020 19:26

    იცით რა მიკვირს? ნოიერი რო არაფერს ამბობს 🤣

    ციტატა: FloweN
    ლოგიკურია, ბაიერნის სისწრაფეებს 4-3-3 ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ასე სააშკარაოზე რატო გამოაქვთ რას ფიქრობენ და როგორ აპირებენ თამაშს?

    ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის ვერსიაა და საინტერესოდ ჩავთვალე, გამეზიარებინა თქვენთვის

    9
    საიტზეა
    FloweN გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 19:20

    ლოგიკურია, ბაიერნის სისწრაფეებს 4-3-3 ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ასე სააშკარაოზე რატო გამოაქვთ რას ფიქრობენ და როგორ აპირებენ თამაშს?

    2
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 19:20

    ბიჭოოო ეს ვიდალი იყო ასნავნოიში ლივერპულთან გასვლაზე მარა რა ქნა ? გააა*მეინეთ და გრიზმანი ჩასვით მეორე სქემაში. ხტფუი

    2
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 19:19

    ვფიქრობ სწორი არჩევანია მაინც ტყუილად დატბის ის გრიზმანი და ასე ქემაინც სკამიდან გაძლიერების საშუალება მაინც გვექნება

    6
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტზეა
    Iniesta_8 ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 19:19

    დაცვაში ჩადგომას აზრი არ აქვს. ვერ გაუძლებენ ჩვენი მცველები. ცენტრი უნდა წავართვათ და ბევრი შეტევის საშუალება არ მივცეთ. მეორე ტაიმში გრიზმანი და ფატი უნდა ჩაერთონ შეტევაში ვიდალის და სუარესის მაგივრად

    15
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV