ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიდიჩი: “მზად ვართ კატალონიელების პროვოკაციებისთვის”

ვიდიჩი: “მზად ვართ კატალონიელების პროვოკაციებისთვის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, ნემანია ვიდიჩმა, განაცხადა, რომ “ეშმაკუნები” არ წამოეგებიან კატალონიელთა იმ პროვოკაციებზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში იქნება. იტყობინება ვებ–გვერდი goal.com

 

“აშკარაა, რომ კატალონიელთა მენტალიტეტი განსხვავებულია ჩვენისგან. ისინი მსაჯთან იმდენ დაიწყებენ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებას ჩვენდამი, რამდენიც არ არის საჭირო, თუმცა ჩემი გუნდის თითოეული წევრი მზადაა ყველაფრისთვის. ეს ვერანაირად ვერ მოახდენს ჩვენს თამაშზე გავლენას. იმედი მაქვს, შეხვედრას საუკეთესო არბიტრი განსჯის, სადაც არავის არაფერი გაუვა და მსაჯიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფსიქოლოგიურად მომზადებულები ვართ და გავუძლებთ კატალონიელთა პროვოკაციებს”. დაასრულა სერბი წარმოშობის ფეხბურთელმა, ნემანია ვიდიჩმა goal.com–თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში