workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ

კიკე სეტიენი “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, “ნაპოლის” დამარცხების და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

“გამარჯვება დავიმსახურეთ. ზოგადად, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატჩის დასაწყისში მეტოქესთან გამკლავება კარგად მოვახერხეთ, მეორე ტაიმში კი “ნაპოლის” ჩვენთვის დიდი საფრთხე აღარ შეუქმნია. 

რა თქმა უნდა, “ნაპოლი” იტალიურ გუნდებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიცოდით, რა იყო მათგან მოსალოდნელი და საწყის წუთებზე თავის დაცვა შევძელით. პირველი ტაიმი ჩვენთვის უკეთესი იყო, მეორეში კი უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა. 

გატუზოს მიერ გაწეულ მუშაობას პატივს ვცემ. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ. 

“ბაიერნთან” თამაში რთული იქნება, მაგრამ “ბარსელონაც” ძლიერი გუნდია. 

არტური? მასზე სათქმელი არაფერი მაქვს. 

მესი? ის ტკივილს გრძნობდა, მაგრამ პრობლემა არ უნდა იყოს. ამას გამოვიკვლევთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას პრობლემა არ შეექმნება”. – თქვა სეტიენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში