workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურის კიდევ ერთი თავსატეხი – მაურიციო სარი გაათავისუფლეს

არტურის კიდევ ერთი თავსატეხი – მაურიციო სარი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარი დაითხოვა.

გუშინ, “ბიანკონერი” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ლიონს” დაუპირისპირდა. “იუვენტუსმა” თამაში 2-1 მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 61 წლის სპეციალისტის “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან გამოვარდნას უკავშირდება.

მაურიციო სარის გათავისუფლება, შესაძლოა, დიდი დარტყმა აღმოჩნდეს “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის, არტურისთვის, რომელიც “იუვენტუსში” მომავალი სეზონიდან ითამაშებს.

Sky Sports-ის ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი არტურის შეძენას პირადად ითხოვდა. იგი ნახევარდაცვის აგებას 23 წლის ფეხბურთელის გარშემო გეგმავდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის სარის და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს არტურისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, არტურს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გაწყვეტა უნდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში თამაში და ვარჯიში აღარ სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 12:48
    #17

    ციტატა: ika9101
    რატო გახდა დიდი გუნდების მწვრთნელი ეს არასასიამოვნო მასტი ვერ ვხვდები. 30 წლის განმავლობაში 20 გუნდის მწვრთნელი იყო და აქედან 17 საშუალო ან დაბალი დონის გუნდები იყო. არადა ისე ამბობენ სარის ესეთი ტაქტიკა აქ აქვს ისეთი ხედვა აქ არადა ჩვეულებრივი რიგითი დაბალი დონის მწვრთნელია რომლის მაქსიმუმი ვერონა ან რამე იტალიური დაბალი დონის გუნდია. დღევანდელი ფეხბურთის სიმახინჯეა . იმედია სამდე უნგრეთში ან სადმე მე5 დივიზიონში წავა რო ამ ტიპზე ნიუსი აღარ ვნახო.


    მე ვფიქრობ, არ აცალეს თავის აზრების გატარება. გახსოვთ რონალდუს უაზრო ბორიალი მოედანზე, მოსკოვის ლოკომოტივთანაც კი, მაშინ ამან რონალდუ სკამზე დასვა და კიდევ ერთი თამაში გამოატოვებინა. იუვემ ლოკომოტივსაც მოუგო და შემდეგი თამაშიც. ეს კარგად ხედავდა რო ქრისტინა მოედანზე გოლის საძებნელად გადიოდა, მთელი გუნდიც მისთვის მუშაობდა, თუ ვინმე გაიტანდა(კოსტა მახსოვს) ბოდიშს უხდიდნენ პრესის საშუალებით, ეგ გოლი სეი იყო და მე არ უნდა გამეტანაო. ისიც საკმარისია გავიხსენოთ რონალდუს მეტს გოლი არავის გაუტანია პლეი ოფში, და ნელნელა მესის ბარსას დაამსგავსეს გუნდი, სადაც ყველა რონალდუს ეძებს და კარში ვერავინ ბედავს დარტყმას. ერთი განსხვავებაა ლეო მარტო თვითონ კი არ იტანს ის იმდენივეს რაც გაიტანა საგოლეებს აკეთებს.(ოფიციალურად თორემ, რაც ლეოს საგოლეები ანიავეს გრიზმანმა და სუარესმა ვერ დაითვლი) ერთი არტური გამოდგა რომ თითქმის ყველა მომენტი გამოიყენა. აი ეს განსხვავებაა ანუ ლეო გუნდს თამაშის აწყობაშიც ეხმარება. სარის უნდოდა რონალდუზე გუნდის დამოკიდებულება მოეხსნა და ყველას ეთამაშა თავისი ფეხბურთი. ბოსებმა კი რომლებსაც იტალიის მასშტაბით იმდენი გადაიხადეს პორტუგალიელში რომ ფულის ამოღება ეჩქარებათ, ამიტომაც დააყენებინეს ისევ უცვლელად, ისიც კი ათქმევინეს, რონალდუს ტრავმა ქონდა თორემ რას დავსვავდიო. თუმცა იმ მომენტში ვითომ "ტრავმირებულმა" რონალდუმ ნაკრებშიც ითამაშა და არც ისე ცუდად. კაროჩე სარის არ მისცეს საშუალება თავის რამე ხედვა რეალობაში შეესრულებინა.

  • FloweN
    schedule 09 აგვ 2020, 01:51
    #16

    ფარნა,
    ალეგრი და პოჩეტინო როგორ არიან პეპის დონე???? პეპის ცალი ყვე*ის ფასი არაა ორივე ერთად, რა ერთი დონე🤣

  • ფარნა
    schedule 08 აგვ 2020, 22:08
    #15

    FloweN,
    მაშ ვინ პოჩეტინო? ბაზარი არაა ტოტენჰემი მაგრა მოხოდა აქაც გაასწორებს ალეგრის ხელში იუვე მხეცი გუნდი იყო პეპ გვარდიოლას დონეზე არიან პოჩეტინო და ალეგრი სარი და კიკე ჭ კლასის დონეზე არიან ზუსტად ისე როგორც საფრანგეთის ლიგა 1

    marco reus 11,
    რა კარგი სიმართლე არაა? სკუდეტო მოიგო კაი მოხოდილი დატოვა იუვე ორჯერ გაიყვანა ჩემპ ლიგის ფინალში ტრიპლეტამდე ცოტა დააკლდა ეგეც მიღწევაა სარი და კიკე დებიუტანტები არიან ზუსტად ისე როგორც გატუზო სარი გამოეთიშა დარჩა კიკე და გატუზო გატუზოც გამოეთიშება კიკეს კი რთული მატჩები ელოდება იოახიმ ლიოვთან და ფინალში თუ სიტის დაეტაკა პეპ გვარდიოლასთან ლიონი კი პსჟ ეთამაშება ტუხელი? მაგან დორტმუნდში ვერაფერი ქნა და მანდ რამეს იზამს?

  • ika9101
    schedule 08 აგვ 2020, 20:17
    #14

    რატო გახდა დიდი გუნდების მწვრთნელი ეს არასასიამოვნო მასტი ვერ ვხვდები. 30 წლის განმავლობაში 20 გუნდის მწვრთნელი იყო და აქედან 17 საშუალო ან დაბალი დონის გუნდები იყო. არადა ისე ამბობენ სარის ესეთი ტაქტიკა აქ აქვს ისეთი ხედვა აქ არადა ჩვეულებრივი რიგითი დაბალი დონის მწვრთნელია რომლის მაქსიმუმი ვერონა ან რამე იტალიური დაბალი დონის გუნდია. დღევანდელი ფეხბურთის სიმახინჯეა . იმედია სამდე უნგრეთში ან სადმე მე5 დივიზიონში წავა რო ამ ტიპზე ნიუსი აღარ ვნახო.

  • tigresa
    schedule 08 აგვ 2020, 19:58
    #13

    უზომოდ დამენანა ატრური, უდიდესი პოტენციალი ქონდა, მშვიდად ვიყავი ეგ რომ მოედანზე იყო, ეხლაც ვერ ვხვდები რატომ გაუშვეს, ვინც გასაშვები იყო კიდე დატოვეს. ახალგაზრდა იყო დიდი პერსპექტივით, როცა გუნდი გიბერდება დქ გეცლება ძირითადის ფეხბურთელები, ასეთ ნაბიჯს არ უბდა დგამდე.

  • Anssumane
    schedule 08 აგვ 2020, 19:39
    #12

    სარის კი ეკუთვნის იუვედანაც მიაბუნძულეს და ნაპოლიდანაც აირტყა გამყიდველის იარლიყი

  • JUZI
    schedule 08 აგვ 2020, 19:39
    #11

    სარი გაანთავისუფლეს კი არა, სარზე რომ არ დასვეს არ გიკვირთ? 😁

  • Anssumane
    schedule 08 აგვ 2020, 19:38
    #10

    ანჩელოტი მიიყვანონ ან მოურინიო ანდა დააბრუნონ კონტე/ალეგრი

  • BarcelloNista
    schedule 08 აგვ 2020, 19:31
    #9

    Rasambobt su tavis nebit wavida 🤣 🤣 🤣

  • FloweN
    schedule 08 აგვ 2020, 19:09
    #8

    ფარნა,
    რა სკუდეტო ძმაო ხუმრობ?
    სკუდეტო სარიმაც კი მოიგო🤣
    მართლა მოგწონს ალეგრის სათამაშო სტილი?

  • marco reus 11
    schedule 08 აგვ 2020, 18:55
    #7

    ციტატა: ფარნა
    სკუდეტო რამდენჯერ მოაგებინა იუვენტუსს გახსოვს?


    კარგი ახლა .. 😀

  • ფარნა
    schedule 08 აგვ 2020, 18:46
    #6

    ციტატა: FloweN
    ფარნა,
    რაუნდა ალეგრის ბარსას მწვრთნელად🤔


    აბა მაშ ვინ უნდა მოიყვანო? კიკეს ფაფხურს როდემდე უნდა ვუყუროთ?ალეგრი მაგარია სკუდეტო რამდენჯერ მოაგებინა იუვენტუსს გახსოვს? ჩემპ ლიგის ფინალშიც 2 ჯერ გავიდა წააგო მარა ეგეც შედეგია აქ ლიგის მოგების დიდი შანსი აქვს ალეგრის ჩავი 3 წელი მაინც არ მოვა კუმანი კიდე ჰოლანდიას სანამ არ გაიყვანს ევრო ჩემპიონატზე და არ მოიგებს არ მოვა ამიტო ან ალეგრი ან პოჩეტინო

  • marco reus 11
    schedule 08 აგვ 2020, 18:22
    #5

    მაგ ბიჭს სხვა პრობლემები აქ უფრო და ისინი თუ მოაგვარა, უეჭველი სასტავში იდგება და ლიდერიც გახდება იუვეს ერთერთი. უკეთესიცაა ქლიავ სარისთან თუ არ მოუწევს მისვლა ,ეგება ნორმ მწვრთნელი მოიყვანონ

  • Msn91011
    schedule 08 აგვ 2020, 18:09
    #4

    ვენაცვალე იუვეს რა დაინახეს რო არადროს მაქნისია და ეგერევე გაუშვეს ყველანაირად შანსი მიცეს მარა ვერ გამოიყენა. აბა ბარსა ყოფილიყო პირიქით გაუხანგძლივებდნენ

  • FloweN
    schedule 08 აგვ 2020, 18:08
    #3

    ფარნა,
    რაუნდა ალეგრის ბარსას მწვრთნელად🤔

  • ფარნა
    schedule 08 აგვ 2020, 18:00
    #2

    სარი წავიდა დიდი ალბათობით იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრის დაელაპარაკება და დაბრუნებას სთხოვს ალეგრისთვის მეორედ მისვლა იქნება ზიდანმაც მასე გააკეთა რეალში ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეგ იუვეს საქმეა ვის დანიშნავს მარა მასიმილიანო ალეგრი მინდა მე კიკეს შემცვლელად ან პოჩეტინოოო დიდი შანსები სწორედ პოჩეტინოს აქვს სანამ ჩავი მოვა კუმანი? მაქამდე ვერ დავიცდით კიკეს ხელში გუნდი არასრულფასოვან თამაშს აჩვენებს

  • M10 S9 D11
    schedule 08 აგვ 2020, 17:54
    #1

    პიანიჩი გაუშვეს და არტურზე უკეთესი ნახევარ მცველი კიდე იუვეს არ ყავს ასე რომ არაფერი ემუქრება არტურს ჩვეულებრივად იდგება ძირითადში