“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხულიო სალინასი კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კიკე სეტიენის შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს.
“მწვრთნელის შეცვლას ერთ კვირაში აზრი არ აქვს.
გასახდელი, რომელიც საოცარ ფეხბურთელებს მოიცავს, კვლავ დაბალანსებული უნდა იყოს. მოთამაშეებმა პრობლემები სეტიენთან და სარაბიასთან უნდა მოაგვარონ.
თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, არანაირი მიზეზი არ იქნება მწვრთნელის შეცვლისა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აქვს”, – ციტირებს სალინასის სიტყვებს Sport.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა, ესპანეთის ჩემპიონობის დათმობის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბით უკმაყოფილოა. გავრცელებული ცნობებით, კიკე სეტიენის მომავალი “ბლაუგრანაში” მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული.
ღმერთო მაგ დღეს მომასწარი ეს მენახირე და მაგის ოჩოპინტრე ბარსადან რომ გაასხავენ.