ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” დაპირისპირებას ელის და მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს “ბარსას” ბარიერის გადალახვა შეუძლიათ.
“რომას” ყოფილი კაპიტანი დღეს “ნაპოლის” მწვრთნელ ჯენარო გატუზოსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლორენცო ინსინიეს შეხვდა.
“იმედი მაქვს, რომ “ნაპოლი” მოიგებს. ასე ფიქრობს ყველა იტალიაში. რა თქმა უნდა, აქ იმისთვის მოვედი, რომ ინსინიეს ცოტა ენერგია მივცე. გატუზო, როგორც ყოველთვის, პოზიტიურადაა განწყობილი”. – ციტირებს ტოტის სიტყვებს Sport.
“ნაპოლი”-“ბარსას” პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი “კამპ ნოუზე” 8 აგვისტოს გაიმართება.




კაი ტოტი კაი
მანამ არ აგიდგა გვერდები.
იმედი ბოლოს კვდება.
შტეგო
სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
რობერტო-ბუსი-დე იონგი-პუჩი
მესი-სუარესი
———–
ეს სასტავი რომ გაგეჩითოს ფეხებსაც ვერ მოჭამ ტოტიი