workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია “სიტისთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ერიკ გარსია “სიტისთან” კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ერიკ გარსია კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლა სათამაშო დროს დაჰპირდა.

“ბარსელონას” აღზრდილს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, შესაბამისად მისი გაყიდვა, წესით და რიგით, “სიტის” გეგმებში უნდა შედიოდეს, რადგან თუ ამ ზაფხულს გარსია “ბარსაში” არ გადმოვა, მომავალ ზაფხულს ამას უფასოდ გააკეთებს.

გვარდიოლას დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს და ესპანელის დატოვება სურს, მაგრამ ანალოგიური პრობლემების ქვეშ არის “ბარსაც”, რომელსაც თავიდან სჭირდება დაცვის ცენტრის ჩამოყალიბება, რადგან პიკე და ალბა უკვე ასაკში არიან, ხოლო უმტიტი და ლანგლე, ხშირად ტრავმიანობენ.

მცირე ხნის წინ, ბართომეუმ განაცხადა, რომ კრიზისის გამო ვარსკვლავებს ვერ შეიძენს, ამ პირობებში გარსიას გადმობირების შანსი იზრდება, რადგან “ბარსა” აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • Bakero
    schedule 03 აგვ 2020, 23:26

    ძლივს რაღაც პოზიტივი ეს ბიჭი უნდა მოიყვანონ დაცვაში

  • Mes cue un club 1899
    schedule 03 აგვ 2020, 18:31

    ციტატა: nikusha
    ლენგლე როდიდან გახდა ტრამვიანი?


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა. ეს შეცვალე რა თორე ჩემს თავზე პასუხს არვაგეგ პუჩი ბარსას მომავალი კი არა ბარსას სული იქნება ნახევარ დაცვაში

  • JUZI
    schedule 03 აგვ 2020, 16:54

    მაგარი იქნება ეს თუ დავიმატეთ და ათამაშდა ცოტას ამოისუნთქებს დაცვის ცენტრი.

  • Barca_MNS
    schedule 03 აგვ 2020, 15:49

    ციტატა: NEYBarca
    კარგია , წესით იაფად უნდა გაყიდონ. ისე კარგი სტრატეგიაა გადახვიდე უკეთ განვითარებისთვის სხვა გუნდში და მერე 5 წელიწადში უკან სახლში დაბრუნდე იაფად ან უფასოდ :დ


    პიკეს უქნეს ეგრე 😀 და მთელი რეალი ეგრეა თითქმის

  • Anssumane
    schedule 03 აგვ 2020, 15:41

    ჯიგააარ

  • M10 S9 D11
    schedule 03 აგვ 2020, 15:16

    ესეიგი ვითრევთ ამას

  • Barca_MNS
    schedule 03 აგვ 2020, 14:55

    მე თუ მკითხავ_ ეს ან უზომოდ შეყვარებული უნდა იყოს ბარსასზე ნა იდიოტი უნდა იყოს სიტიდან წახვიდე ბარსაში მცველი როხარ თან :დდდდ სიტი პროგრეისრებადი გუნდია სადაც დაბალანსებულია ყველა რგოლი, დაცვის გარდა და თუ ამ ბიჭს აქვს დაცვაში თამაშის პოტენციალი იქ რა დროს ბარსაა .. განვითარების მხრივ ვამბობ რა

  • Albicelecte
    schedule 03 აგვ 2020, 14:35

    ლენგლე არ ტრამვიანობს
    ლენგლე არის პერიოდულად "პრახადნოი დვორი"
    ვფიქრობ, მოუმატებს, მაგრამ დანარჩენებს რაც შეეხება, უმთითი მკვდარია და პიკე ცოტა ხანში წასულებში იქნება მოსახსენიებელი
    რჩება ლენგლე-არაუხო, ამიტომ გასარისკი არაფერია, ეს ბიჭი მოსაყვანია

  • ფეოლა
    schedule 03 აგვ 2020, 14:33

    ციტატა: nikusha
    ლენგლე როდიდან გახდა ტრამვიანი?

    ლანგლეს ქრონიკული მიკრო ტრავმები აქვს.
    უმტიტის ქრონიკული მძიმე ტრავმები აქვს : )

  • nikusha
    schedule 03 აგვ 2020, 14:27

    ლენგლე როდიდან გახდა ტრამვიანი?