მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ ობამეიანგს “ბარსაში” გადასვლა მოუნდება, ამას გააკეთებს – ჩარლი ნიკოლასი

თუ ობამეიანგს “ბარსაში” გადასვლა მოუნდება, ამას გააკეთებს – ჩარლი ნიკოლასი

“არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი, ჩარლი ნიკოლასი “მეთოფეთა” შემტევზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე საუბრობს.

“არსენალისთვის” გაბონელის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ამ ასაკში მისით “რეალი” ან “ბარსელონა” დაინტერესდება და მას წასვლა მოუნდება, ობამეიანგი ამას გააკეთებს”, – ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პიერ-ემერიკი მიკელ არტეტას გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობდა, ვინაიდან, იგი “ბარსას” შემოთავაზებას ელოდებოდა. თუმცა, იმის ფონზე, რომ ლუის სუარესი მომავალ სეზონშიც კლუბში იქნება, მოლაპარაკებები შეწყდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, “ბლაუგრანას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ლაუტარო მარტინესი “ინტერში” რჩება, ამიტომაც გაბონელი შემტევი, შესაძლოა, სწორედ მის ალტერნატივად მოიაზრონ.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელი, 22 გოლით, პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა. Tanafermarkt-ი ობამეიანგს 56 მილიონ ევროდ აფასებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • njanka1977
    schedule 03 აგვ 2020, 19:25

    56 მილიონი ეს 56000000 ია…. ავოიეე… და 31 წლისაა ოც და თერ თმე ტის!

    ღმერთი ჩემო… მთელი მსოფლიო გაქოცდა… 🤦

  • Iniesta. And messi
    schedule 02 აგვ 2020, 15:19

    ციტატა: nika 54
    სიტის ხო გაუტანა ნახევარფინალში, და გუშინ ჩელსისაც გაუტანა 2 გოლი. დემბელეს მოყვანას ეს მოგვეყვანა, 2017-ში იაფიც დაგვიჯდებოდა და არ საავადმყოფოებში არ იცხოვრებდა. და რო ვუყურე გუშინ ფინალს ეს ლაუტაროზე უფრო გამტანია, ძლიერია და ტექნიკურიც. ეს ორი-სამი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებს და მანამდე ახალგაზრდობა ფატის თამადობით წამოგვეწევა.

    სიტისაც დუბლი შეუსრულა ნახ ფინალში

  • Don_Andresito
    schedule 02 აგვ 2020, 14:01

    ციცი ბოლო ფრაზა შეასწორე. ვარდი გახდა ბომბარდირი :* ვინმე მადრიდისტა არ მოგედაოს 😀

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2020, 12:34