“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი, ალექს კოლიადო, “რეალ სოსიედადის” ინტერესის ობიექტი გახდა. ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომდევნო კვირას დაიწყოს, იტყობინება Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლიადოს მიმართ სიმპათიას პირადად “რეალ სოსიედადის” მწვრთნელი, იმანოლ ალგუასილი გამოხატავს. მისი აზრით, კოლიადო მრავალფეროვნებით და ადაპტირების სწრაფი უნარით გამოირჩევა.
“ლა მასიას” 21 წლის ფეხბურთელი “ბარსელონა ბ-ს” დიდი ალბათობით, დატოვებს, რადგან გუნდმა სეგუნდა დივიზიონში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.




მაშინ იჯარა, შანსი რომ დავუტოვოთ…
სეგუნდა ბ-ში არ უნდა?
მოგეგოთ ბიძიკო და გახვიდოდოთ სეგუნდაში, მანდ არ იყო ბურთიცა და მოედანიც?
სეგუნდა ბ-ს დონის გაქაჩვა გიჭირს და ლიგაზე ან კლასიკოში დაეხმარები ძირითად გუნდს?
არა, სოსიედადი მაგარს რისკავს მაინც…
ყველაზე მაგარი ვარიანტი სოსიედადი იქნება აი როგორც ოდეგარი გაუშვა რეალმა ეგრე გაუშვან ამათავ კოლიადო. 1 ან 2 წლიან იჯარით შემტევი გუდნია და კარგად განვითარდება მანდ
მაქსიმუმი იჯარა,არ უნდა გაყიდონ თორემ მოოუწევთ ერთ ორ წელში ათმაგად უკან ყიდვა.
ანსუ ფატის ზამენა არ უნდა? ესეც კაი პერსპექტიულია და დაიტოვონ. დააწინაურონ და შიგადაშიგ პრაქტიკაც იქნება იქ გადახალისება, კოპა, ჩ ლიგაზე ბოლო ტური როცა არაფერს არ წყვეტს, სუსტ გუნდებთან იგრა კამპ ნოუზე და ეგაა რა