workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯენარო გატუზო: ჩვენ შეგვიძლია, ისტორიაში შევიდეთ “ნაპოლის” 1/4 ფინალში არასოდეს უთამაშია

ჯენარო გატუზო: ჩვენ შეგვიძლია, ისტორიაში შევიდეთ “ნაპოლის” 1/4 ფინალში არასოდეს უთამაშია

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, პრესასთან ინტერვიუში, “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ, მორიგი კომენტარი გააკეთა. 

“რამდენიმე კვირაში, შეგვიძლია ისტორიაში შევიდეთ, “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასოდეს უთამაშია. ივლისში კონცენტრაციის შენახვა ჩვენთვის ადვილი არაა – სანაპიროები, იახტები, ახლა სახლში დარჩენა საკმაოდ რთულია. ცხადია, ბოლო კვირებში საკუთარი თავისთვის გართობის უფლება არ მიგვიცია. 

“ბარსელონას” წინააღმდეგ მცირე შეცდომების დაშვებაც არ შეიძლება. გასატანად, მათთვის სწორედ მცირე მომენტიც საკმარისია. 95 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ. ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა საკმაოდ ადვილია, ეს ტყუილია. ჩვენ უნდა ვიყოთ გუნდი, რომელიც მოედანზე ბევრს ფიქრობს, თავისუფალ ზონებს კეტავს და კონცენტრაციას ინარჩუნებს.” – გატუზოს სიტყვებს Football Italia ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • njanka1977
    schedule 26 ივლ 2020, 15:44

    წინასწარ გილოცავთ ჯენარო… ჩვენები შვებულებაში ნებივრობენ და შეიძლება არც დაბრუნდნენ… თამაშისთვის შემოირბენენ 2 საათით და განაგრძობენ თავიანთ მდიდრულ, განცხრომაში ცხოვრებას.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2020, 15:01

    რამდენს ტლიკინებენ ბიჭო რამდეს მესი შენ იყო პოლნი ჩმორი ესენი რო არ ამოტენო

  • ფარნა
    schedule 26 ივლ 2020, 12:18

    რა ამბიციური ხარ მისტერ გატუზო ძალიან გინდა ტრიპლეტი? მოდი ჯერ ასე მოვიქცეთ სერია ა მოიგე და შემდეგ გამოთქვი პრეტენზია ჩემპ ლიგის მოგებაზე იცი რაა კონკურენცია ძალიან ძნელია ახლა ძალიან ძლიერი კლუბები დარჩნენ შანსები არ გაქვს ვერც სიტის გაცდები ვერც ბაიერნს ბარსელონას ბარიერს ხო ვაფშე ვერ დაძლევ და აზრი? კამპ ნოუზე რეალს უჭირს კლასიკოების მოგება და შენ გაქვს მოგების იმედი? ფრე რომ დაამთავრო ეგეც მიღწევაა შენთვის მარა ჩვენ არ გვაწყობს ფრე მოგება გვჭირდება ჩვენ უფრო დიდი შანსები გვაქვს გრანდებთან ტოლ სწორად თამაშების დაივიწყე მისტერ გატუზო ჩემპ ლიგა მანამ სანამ სერია ა არ გექნება მოგებული იტალიის თასიც აქ ტიტულოვანი გუნდები თამაშობენ შენ და სეტიენი დებიუტანტები ხართ მაგრამ კიკეს ბარსათი შანსი აქვს ტიტული მაინც მოიგოს

  • ferreira10
    schedule 26 ივლ 2020, 11:28

    "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასოდეს უთამაშია.

    რატომ ვითომ? იქ ხომ თვით დიადი მარადონა თამაშობდა 🙂

  • me da barca
    schedule 26 ივლ 2020, 10:57

    ადრე ამის თქმას ალბათ ვერც გაბედავდა ნაპოლი. 1:1 შინ და კამპ ნოუზე გამარჯვების იმედი გაქვს. მაგრამ მაყურებლის გარეშე და სეტიენის ხელში იმედი ჩაესახა გატუზოს.