კატალონიური ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ისაუბრა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ, სადაც მისი გუნდი ”მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
”ჩვენ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ, მოწინააღმდეგე გუნდი სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ინგლისელები დამსახურებულად აღწევენ წარმატებულ შედეგებს, მე მათ დიდ პატივს ვცემ. ”მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს გამორჩეული, უნიკალური მწვრთნელი. ამას გარდა ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა: ფინალის ინგლისში ჩატარება შესაძლოა მათ დაეხმაროს. ”უემბლი” რა თქმა უნდა ”ოლდ ტრაფორდი” არ არის, მაგრამ ”მანჩესტერს” შეუძლია ფინალის საშიანაო შეხვედრად ჩათვლა” – განაცხადა მესიმ ”The Sunday Mirror”-თან საუბრისას.


