ლეო მესიმ “პიჩიჩის” ტიტული მეშვიდედ მოიპოვა, რითაც გერდ მიულერისა და ეუსებიოს შედეგი გაიმეორა.
მიულერი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 7-ჯერ გახდა, ისევე, როგორც ეუსებიო პორტუგალიის ჩემპიონატში. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში არცერთ ფეხბურთელს საუკეთესო გოლეადორის სტატუსი 8-ჯერ არ მოუპოვებია, ლეოს შანსი აქვს, ეს რეკორდიც მოხსნას. აქ საუბარია კონკრეტული ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირობაზე.
ამ მხრივ, ინგლისში ლიდერი ჯიმი გრივსია (6), იტალიაში გუნარ ნურდალი (5), საფრანგეთში კარლოს ბიანკი, დელიო ონისი და ჟან-პიერ პაპინი (5), ნიდერლანდებში კი რუუდ გიელსი (5).
ძალიან გაუჭირდება თუ მომავალ სეზონშივე ვერ ქნა მერე თითქმის შეუძლებელია, მარა მეორე მომენტიცაა როარა ბენზემა მესის 6-7 ით ნაკლები ბურთი რო გაეტანა მაინც ბომბარდირი ხდებოდა 🙁 რა დღეშია ლა ლიგა.
მომავალწელს იმედია გრიზმანინ გაუწევს კონკურენციას თუ ლაუტარო ხო საერთოდ
მოხსნის კიდევაც მომავალ სეზონში მაგ რეკორდს და გააუმჯობესებს 21/22 წლების სეზონში
პ.ს. 2 ასისტიც და 300 ასისტი დაუგროვდება კარიერაში 256 ასისტი კლუბში და 42 ასისტი ნაკრებში ნუ არ ვიცი არანორმალური ციფრებია