გვარდიოლას გუნდმა შეძლო და სეზონი გამარჯვებით დაასრულა, მათ დაამარცხეს “მალაგა” სტუმრად, ანგარიშით 1:3. პეპი ახლა მთლიანად “უემბლის” ფინალისთვის გადაერთო.
“ჩვენ აქ არ მოვსულვართ განცხადებების გასაკეთებლად, ჩვენ მოვედით ფეხბურთის სათამშოდ და ეს იდეალურად გამოგვივიდა. წინა წელს 99 ქულა დავაგროვეთ, ხოლო წელს 96, რაც უმწიკლო შედეგია. ჩვენ ასევე დავამყარეთ რეკორდი სტუმრად მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით(14 მოგება)”. ეს იყო პეპ გვარდიოლას პირველი შეფასება სეზონისა. მან 3–ჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი. “ძალიან რთული თამაშები იყო, ამიტომაც წარმატების მიღწევაც არ იყო მარტივი. ვულოცავ ბიჭებს ბრწყინვალე გამარჯვებას, მათ ხომ მესამედ მოიგეს ლა ლიგა”.
გუნდთან მომუშავე და მხარდამჭერი
ზეიმი “როუზ გარდენზე” იყო “მაგალითი იმისა, თუ როგორ მივაღწიეთ გამარჯვებას”. მან განაცხადა: “ვერაფერს შევძლებდით გუნდური თამაშისა და დიდი მხარდაჭერის გარეშე. მართალია ჩემპიონობა განაღდებული გვქონდა, თუმცა დღევანდელი მატჩი შესანიშნავად ჩავატარეთ. ჩვენ ნელ–ნელა დავასრულეთ სეზონი და ბოლოს დავამარცხეთ “მალაგა”. მინდა მივულოცო ბოიანსა და სერხი რობერტოს კარგი თამაში”.
მან გუშინ მოხსნა ფრანსესკ არნაუს რეკორდი. “ის იყო ადამიანი, რომელიც წამოვიდა სახლიდან და თავი შესწირა სპორტს”. კარლეს პუიოლმა განაცხადა: “ჩვენ დღეს შეგვეძლო უკეთ ასპარეზობა, თუმცა არ გავრისკეთ. 4 ან 5 სავარჯიშო სესია დაგვრჩა ფინალამდე. ძალიან მიხარია, როდესაც ვიხსენებ ფინალისკენ მიმავალ გზას”.
ახლა კი “უემბლი”
გუნდმა ბრწყინვალედ ჩაატარა 2010/11 წლის სეზონი. მათ მხოლოდ 1 ფინალი აქვთ დარჩენილი, ჩემპიონთა ლიგის მატჩი “მანჩესტერის” წინააღმდეგ. გვარდიოლა ძალიან გახარებულია იმით, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მისი აზრით, ფინალში გამარჯვება უდიდესი ფსიქოლოგიური პლიუსი იქნება: “ძალიან ამაღელვებელი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, რადგანაც ჩვენს უკან მთელი მსოფლიოა. გოლის გატანისთვის ყველაფერს ვიზამთ და ძალიან დიდ კონკურენციას გავუწევთ მეტოქეს”.


