უკვე თავად ფეხბურთელიც არ უარყოფს, რომ მალე დატოვებს კატალონიურ კლუბს და გადავა პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან გუნდში. ნოლიტოს თქმით, მისთვის უდიდესი გამოწვევა იქნება პორტუგალიის უდიდესი, ხოლო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის სახელით ასპარეზობა.
ერთ-ერთ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში 24 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად დაეხმარება ახალ კლუბს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში, მაგრამ ასევე დაამატა, რომ ჯერჯერობით არ ფიქრობს ფეხბურთზე და მხოლოდ დასვენებაზეა კონცეტრირებული, რათა ახალ სეზონს მომზადებული შეხვდეს. ამავე გაზეთის ინფორმაციით, ნოლიტო 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ახალ კლუბში 2016 წლამდე დარჩება.
პორტუგალიელები, რომლებმაც სეზონი მეორე ადგილზე გასვლით დაასრულეს, დიდ იმედებს ამყარებენ ახლად შეძენილ ფეხბურთელზე და იმედოვნებენ, რომ ნოლიტო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში დიდ დახმარებას გაუწევს მათ.


