“ბარსელონას” ექს-დირექტორს, ტონი ფრეიშას არ სჯერა, რომ კლუბში არსებული მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მისი აპოკალიფსთან შედარებაც შეიძლება.
ფრეიშას აზრით, კატალონიელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სეზონი წარმატებით დაასრულონ.
“კრიზისი “ბარსელონაში”? მე ვიტყოდი, რომ სიტუაცია არცთუ ისე ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აპოკალიფსურადაც აფასებენ ხოლმე. თუმცა მართალია – გამარჯვებების ციკლი დასასრულს უახლოვდება.” – ფრეიშას სიტყვებს Radio Marca ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად კარგავენ ლა ლიგის ტიტულს (თუ “რეალი” ბოლო 2 ტურში 2 ქულას მოიპოვებს)
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგასაც ვერ მოიგებს, გუნდი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს.



მე მგონია რო რეალი დაკარგავს ქულებს ვილიარეალთან.იმედია გაგვახარებს ყვითელი წყალქვეშა ნავი